Digest Logo

🎥 „ვთამაშობ რუსს სამხედროს“ - გიორგი ბოჭორიშვილის როლი ამერიკულ სერიალში და წარმატებული კარიერა ლონდონში

1736416948
 გიორგი ბოჭორიშვილი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც სერიალში ზაზას როლს ასრულებდა დაახლოებით 2 წელია, რაც ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

ამჟამად იგი საქართველოში იმყოფება და ჯაფარას პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად. როგორც მან აღნიშნა ამერიკულ სერიალში მიიღო მონაწილეობა, გადაღებები კი ლონდონში მიმდინარეობდა.

სერიალი პირველად 29 ნოემბერს გავიდა.

„სერიალს ჰქვია The ajency და უკვე დევს 6 სერია.

აქ შემთხვევით მოვხვდი, დავრეგისტრირდი რაღაც პლატფორმაზე და დავწერე თუ რატომ წავედი ლონდონში, შემდეგ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს როლი. 

სერიალი არის ჩანერგილ აგენტებზე, სადაც ჩემ საყვარელ მსახიობებთან ერთად მიწევს თამაში. სერიალში თამაშობს მაიკლ ფასბენდერი, რომელიც მთავარი გმირია და ასევე თამაშობს რიჩარდ გირი. 

მე პირადად ვთამაშობ რუსს სამხედროს, და მაკიაჟით ისე დამამსგავსეს რუსს სამხედროს და ძალიან შევედი როლში. სერიალში ვლაპარაკობ რუსულად, ხოლო კასტინგი, რომელიც თვე ნახევარი გრძელდებოდა იქ ინგლისურად ვსაუბრობდი“, - ამბობს მსახიობი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისაც შევხვედრივარ საქართველოზე ყველას აქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იციან, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვინის კულტურის უძველესი სამშობლო“ - რას საქმიანობს „ჩცდ“-დან ზაზა, გიორგი ბოჭორიშვილის ლონდონური ცხოვრება

⭕„ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ“ - ნანუკა გუდავაძე იუბილარია

🎥 როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? - საჭირო რჩევები არუნ ხათრისგან