
მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სატელევიზიო სივრციდან დიდი ხანია გაქრა. მისი აქტიურობა დიდად აღარც სოციალურ ქსელში იგრძნობოდა, თუმცა ახლახან მსმენელს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა.
მომღერალმა ბენდთან ერთად ახალი სიმღერა „სიზმარში გნახე“ ჩაწერა, მალე კი კონცერტიც დააანონსა.
გარდა ამისა, მომღერალი „ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის“ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც იგი გულწრფელად ჰყვება იმ კრიზისზე, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ბრძოლამ გამოიწვია და იმ სტიგმაზე, რაც ფსიქიატრთან მისვლას ახლავს საქართველოში.
„ვთხოვდი დახმარებას ჩემს გვერდში ვინც იყო იმ დროს, ვეღარც ყბას რომ ვერ დაიჭერ, იმიტომ, რომ მაშინ მეჭირა, იქ რაღაც იმედი მქონდა, რომ ჩემი მეგობარი ენას დამიჭერდა. ფსიქიკური სად დამეჭირა?
იცი, არაფერი არ გჭირს, ძალიან ბევრისგან გამიგია.
ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს გადავალახინე ეს უხერხულობა, რომ ფსიქიატრი მჭირდება და ამის ეშინოდათ“, - ამბობს ვერიკო ტურაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სასიამოვნოა სახლში დაბრუნება...“ - ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
🎥 როგორ მოვიშოროთ ნეგატივი მაკრატლით - ნანიკო ქავთარაძის რჩევები!