Digest Logo

🎥 „როცა ვიქმნით რეალურ ილუზიას გაჯეტებზე, იქიდან მოწოდებული სტანდარტები ხდება ჩვენთვის ნორმა“ - უარყოფითი კომენტარების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

1751551949
ია აივაზაშვილი

თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელები - როგორიცაა Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და სხვ. - არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ თვითგამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების ნაწილი გახდომის მთავარი პლატფორმებია. თუმცა, მათი გადაჭარბებული გამოყენება შესაძლოა გადაიზარდოს დამოკიდებულებაში, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებზე მიღებული უარყოფითი კომენტარები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ფსიქიკაზე. კვლევების მიხედვით: უარყოფითი კომენტარები იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას; ზრდის შფოთვის დონეს და ეჭვს საკუთარ შესაძლებლობებში და ფიქრებს სუიციდზე.

„ერთხელ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დავდე სრულიად უწყინარი ვიდეო, სადაც მე და ჩემი მეგობრები ფანდურზე ვუკრავდით. „როგორ შეიძლება მსგავსი ვიდეოს განთავსება“, „როგორი თვალებით იყურებით“, „რას ჰგავხართ“ - ეს უარყოფითი კომენტარები იმდენად მოქმედებს ჩემზე, რომ საერთოდ გავაქრე ეგ ვიდეო, იმდენად დათრგუნული ვიყავი, რომ სურვილი აღარ მქონდა სოციალურ ქსელში გამოვჩენილიყავი“, - ამბობს 24 წლის ნინო ლაკლაკიშვილი „იმედის დღეში“, რომელიც ინფლუენსერია და ონლაინ სივრცეში დღის დიდ ნაწილს ატარებს. 

იგი მისი გამოცდილებიდან გამომდინარე გვიზიარებს, რომ რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება გაუჩნდა, რაც ხშირად მისთვის სტრესის და დეპრესიის მიზეზი ხდებოდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც უარყოფით კომენტარებს აწყდებოდა. 

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება ვირტუალურ სამყაროში დროის ჭარბად გატარება და უარყოფითი კომენტარების ზეგავლენა დღეს გლობალური, ონლაინ პანდემიაა, რაც ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. 

ფსიქოლოგების თქმით, სოციალური მედიის ზემოქმედება მხოლოდ დროის კარგვა არ არის, ეს არის ემოციური სტრესი, რომელიც თვითშეფასებას აქვეითებს და ადამიანის მენტალურ მდგომარეობას რეალურ საფრთხეს უქმნის. 

„როცა ჩვენ რეალურ ცხოვრებას ვწყდებით და ვიქმნით რეალურ ილუზიას გაჯეტებზე, იქიდან მოწოდებული რაღაც სტანდარტები ხდება ჩვენთვის ნორმა. ვიწყებთ შედარებას, როდესაც ჩვენთვის გარკვეული გარეგნობა და ცხოვრების წესი არის მოდელი და მუდმივად ვადარებ ჩემს თავს აი, ამ სოციალურ ქსელში შექმნილი სტანდარტებს. ამ პროცესში თუ ვიცხოვრებთ, მუდმივად სტრესში ვიქნებით“, - ამბობს ფსიქოლოგი ნინო ეფხოშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სასიამოვნოა სახლში დაბრუნება...“ - ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 როგორ მოვიშოროთ ნეგატივი მაკრატლით - ნანიკო ქავთარაძის რჩევები!

⭕ „გილოცავ მე-17 დაბადების დღეს...მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძე საქმროს იუბილეს ულოცავს