Digest Logo

„ვთხოვე პროკურორს, თუ გაძლევს კანონი მაგის უფლებას, გაათავისუფლე, ციხე მკვლელისთვის არაა სასჯელი, სასჯელი ცოცხლად სიარულია...“ - ტარიელ ხარხელაური შვილის მკვლელზე

1711966709
ტარიელ ხარხელაური

ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემას „როგორ გადავრჩი“ სტუმრობდა, სადაც შვილის მკვლელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შვილის მკვლელის დაჭერა არ მოუთხოვია, პირიქით, პროკურორს და მოსამართლეს მისი გათავისუფლება სთხოვა.

„ჩემი შვილი ჩემზე მეტად კომუნიკაბელური იყო. მე უფრო მეტად კონფლიქტური ვარ, შემეძლო ხოლმე, რომ ბევრ რამეზე უკან არ დამეხია, ამას უკან დახევა შეეძლო, რომ კონფლიქტი აერიდებინა.

მკვლელი მეზობელი სოფლიდან იყო. მამამისსაც ვიცნობდი, მაგრამ ამ ამბის მერე მერიდებოდა, ვერ ბედავდა ჩემთან შეხვედრას. მკვლელი დაკრძალვის მეორე დღეს ჩაბარდა პოლიციას.

მე არ დამიწერია განცხადება, ვთხოვე პროკურორს, მოსამართლესაც, თუ გაძლევს კანონი მაგის უფლებას, გაათავისუფლე, ციხე მკვლელისთვის არაა სასჯელი, სასჯელი ცოცხლად სიარულია... ეს სიკვდილზე მეტია“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

ცნობისთვის, ტარიელ ხარხელაური დიდ დარდს ატარებს. მას წლების წინ 23 წლის ბიჭი მოუკლეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 გართობა მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა ნინო გაჩეჩილაძემ დაბადების დღე

⭕„აპრილი თქვენთვის იქნება ფეიერვერკული თვე, მთავარი მოთამაშე ხართ“ - თვის მთავარი გამოწვევები და რისკები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ყურადღებით იყავით მოგზაურობის დროს... მანდილოსნები ხდებიან აგრესიულები და კამათისკენ აქვთ მიდრეკილება“ - კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები