Digest Logo

„ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს!“ - კახა კალაძის სამძიმრის წერილი

1727078596
გივი შაჰნაზარი

დღეს, 23 სექტემბერს 91 წლის ასაკში პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა.

თბილისი მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს, და 

„ვწუხვარ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო.

ცნობილი მთარგმნელი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს; კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თბილისისა და მისი კულტურისთვის.

ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს!“, - წერს კახა კალაძე

 იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტი. მას 2015 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. 

პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია - საიათნოვას "ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული "იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა "ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). გივი შაჰნაზარმა ქართულად თარგმნა სომეხი პოეტების − გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.

მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000). ასევე არის პრემია "საგურამოს“ (2012) და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის (2020) ლაურეატი. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბას ჯილდო. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მამა გახდება - „ეს განცდაც საოცარია და ვხვდები, რომ აქამდე ჩემ ცხოვრებას აზრი არ ჰქონია“

⭕ „დაბნელებას ყველაზე მეტად თქვენ გრძნობთ“ - სექტემბრის მთავარი რისკები და გამოწვევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, სოფია ბზეკალავას პროგნოზი

⭕ „მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის, ფანებს შევხვდი იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ“ - კაკა