მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდის და არქტიკის ყინულის დნობამ შესაძლოა, უძველესი ვირუსები გამოათავისუფლოს და მსოფლიოს მასშტაბით საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდეს.
უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ და მზად უნდა ვიყოთ მასთან გასამკლავებლად”, – განუცხადა Guardian-ს მარსელის უნივერსიტეტის მედიცინის და გენომიკის პროფესორმა, ჟან-მიშელ კლავერიმ.
ექსპერტები უკვე თანამშრომლობენ არქტიკის უნივერსიტეტთან, რომ შექმნან მონიტორინგის ქსელი, რომელიც უძველესი მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული დაავადებების ადრეულ იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ.
ქსელი ასევე უზრუნველყოფს საკარანტინო ობიექტების გახსნას და ინფიცირებულთათვის სამედიცინო მომსახურებას, რომ პოტენციური ეპიდემიის აფეთქება მინიმუმამდე შემცირდეს, მათ შორის გადამდები პაციენტების რეგიონის დატოვების პრევენციას.
ე.წ. მეთუზალაჰის მიკრობებს, ცნობილს, როგორც „ზომბი ვირუსებს” შეუძლიათ, გაყინულ ნიადაგში ათიათასობით წლის განმავლობაში იცოცხლონ, რომელიც მოიცავს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თითქმის 20%-ს.
„მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, რომ ყინული ცივია, ბნელი და ჟანგბადი აკლია, რაც ბიოლოგიური მასალის შესანახად შესანიშნავი პირობებია”, – თქვა კლავერიმ და დასძინა, „შეიძლება იოგურტი ჩატოვო ყინულში და 50 000 წლის შემდეგაც კი საკვებად გამოსადეგი იყოს”.
მეცნიერები თვლიან, რომ მუდმივი ყინვის ღრმა ფენებში შეიძლება მოხდეს ვირუსების შენარჩუნება, რომლებიც ბინადრობდნენ დედამიწაზე მილიონამდე წლის წინ, როგორც ვარაუდობენ, პლანეტაზე პირველად გამოჩნდნენ დაახლოებით 300 000 წლის წინ.
„ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა არასდროს ყოფილა ზოგიერთ ამ მიკრობთან კონტაქტში და ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი რამაა… ის სცენარი, რომ შესაძლოა ნეანდერტალელების უცნობი ვირუსი ჩვენთან დაბრუნდეს, ახლა უკვე რეალური გახდა”, – განაცხადა კლავერიმ.
ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ „ზომბი ვირუსის” გავრცელების საფრთხის სიმცირესთან ერთად, შეშფოთების საფუძველი მაინც არსებობს.
„არ ვიცით ყინულში რა ვირუსებია შემონახული. ვფიქრობ, იმის რეალური რისკი არსებობს იმისა, რომ ის რაიმე პანდემიის გამომწვევი მიზეზი გახდეს, მაგალითად, პოლიომიელიტის უძველესი ფორმის”, – აცხადებს ვირუსოლოგი მარიონ კუპმანსი ერასმუსის სამედიცინო ცენტრიდან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან დატვირთული პერიოდი მქონდა, გადავიღალეთ და ტაიმაუტი ავიღე“ - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი
⭕თბილისის სხვადასხვა დასახლებაში ტექნიკური მარილი დაიყარა
🎥 „ის, რასაც დღეს მე წარმოვადგენ, დედაჩემის შექმნილია“ - თიკა ფაცაციას ემოციური ინტერვიუ დედაზე
წყარო: sheniekimi.ge