Digest Logo

„ძალიან დატვირთული პერიოდი მქონდა, გადავიღალეთ და ტაიმაუტი ავიღე“ - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი

1705996715
სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში თავის ახალ კონცერტს აანონსებს, რომელიც ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში გაიმართება.

ღონისძიებას სტეფანეს მთელი ბენდი დაესწრება.

„გამარჯობა.

ძალიან დატვირთული პერიოდი მქონდა კორპორაციული კონცერტების კუთხით, მაგრამ გადავიღალეთ და ტაიმაუტი ავიღე, არსებული კონცერტებიც მოვხსენით.

ძალები უნდა აღვიდგინო, ასევე ჩემი მთავარი ტრეკი, რაც დავწერე ძალიან მალე უნდა გამოვიდეს.

იქამდე კი ვმუშაობთ ამ პროექტით კორპორაციულ კონცერტებზე და უმაგრეს ქვეყნებში ვაპირებთ გასტროლებს და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.

წარმოგიდგენთ პირველი კონცერტის ანონსს, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, Kavka Zappa -ში, თან ანტვერპენთან ახლოს ისეთი ქალაქებია, ბევრი ადამიანი შეძლებს დასწრებას.

მადლობა ამ კონცერტის ორგანიზატორს, თან სრული ბენდის ჩამოყვანისთვის - ეს გმირობის ტოლფასია“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

თბილისის სხვადასხვა დასახლებაში ტექნიკური მარილი დაიყარა

🎥 „ის, რასაც დღეს მე წარმოვადგენ, დედაჩემის შექმნილია“ - თიკა ფაცაციას ემოციური ინტერვიუ დედაზე

„ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ...“ - ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა