ფიზიკურის მსგავსად, ჩვენს გონებასაც სჭირდება ყოველდღიური მოვლა.
ყოველდღიური 4 მარტივი ნაბიჯია იმისთვის, რომ სტრესი უკეთ ვმართოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ:
🫸შეჩერდი და დააკვირდი: დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაჩერდი და ჰკითხე შენს თავს: „რას ვგრძნობ?“ და „სად ვგრძნობ სხეულში?“. ეს ავტომატური რეჟიმიდან გამოგიყვანს და დაგეხმარება, შეამჩნიო გადაღლა, შფოთვა ან შესაძლოა დადებითი ემოციები. დაგეხმარება შენი ემოციების ამოცნობაში, დაჭერაში და გააზრებაში.
👸გამოიყენე პოზიტიური აფირმაციები: ყოველდღე გაიმეორე: „ძლიერი ვარ, ჭკვიანი ვარ, ლამაზი ვარ, წარმატებული ვარ“. ტვინს თავისი “პატრონის” ხმა ყველაზე კარგად ესმის. დაგეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში და შინაგანი კრიტიკოსის გაჩუმებაში.
🧨არ დაიტოვო ბრაზი: გაბრაზება და ზოგადად ნებისმიერი ემოციის მოსვლა და გამოხატვა ნორმალურია. თუ გაბრაზდი, დაიჭირე შენში ეს ემოცია, გაიაზრე რა გემართება და არ მისცე საშუალება მთელი დღე დარჩეს შენთან. რომ გაბრაზდი ნორმალურია, ის რომ მთელი დღე ბრაზობ და არ გადაგდის, უკვე არც ისე კარგი ამბავია.
🧑🩰დაუთმე დრო განტვირთვას: ეცადე, დღეში ჯამურად 3 საათი მაინც გამოყო საქმეებისგან გასათიშად. დასვენება ფუფუნება არაა, ეს შენი მენტალური ენერგიის აღდგენის მთავარი წყაროა. თუ გინდა მარტო დაისვენე, თუ გინდა სხვებთან ერთად. თუ გინდა აქტიურად თუ გინდა პასიურად.. მთავარია შენს თავს მისცე ეს დრო, ყოველ დღე, რომ აკეთო რაც გინდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ალკოჰოლისადმი მიდრეკილების შესამცირებლად მცენარეული საშუალება აღმოაჩინეს
⭕დეკემბერში ზოდიაქოს 3 ნიშანს დიდი სიყვარული ელის - ვინ შეხვდება თავის ადამიანს?