Digest Logo

🎥 „ყურში დედაჩემის სიტყვები მაქვს: აი, იმ ადამიანს ეტყობა, რომ ოჯახშია გაზრდილი... მაშინ ვეჩხუბებოდი, დღეს ცოტათი ვეთანხმები“ - ანდრო დგებუაძე

1772629636
ანდრო დგებუაძე

ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, ტრენერი და ლექტორი ანდრო დგებუაძე ხშირად უძღვება ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ლიდერობა, მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები, გუნდ­ური მუშაობა.

იგი ხშირად საუბრობს მეტამორფოზაზე - პიროვნული ცვლილებისა და თვითშემეცნების მნიშვნელობაზე. ამასთან,  ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარ თავთან ურთიერთობა, როგორ გამოყონ „ტყუილი საკუთარ თავში“ და გამოავლინონ  სიმართლე.

ამჯერად ანდრო დგებუაძე „აჭარის ტელევიზიის“ სტუმარი იყო, სადაც მან აღზრდაზე, ოჯახის გავლენასა და ჰუმანიზმზე ისაუბრა:

„ყურში დედაჩემის სიტყვები მაქვს: აი, იმ ადამიანს ეტყობა, რომ ოჯახშია გაზრდილი.

მაშინ ვეჩხუბებოდი, რანაირ ტერმინებს იყენებ -მეთქი, დღეს ცოტათი ვეთანხმები. ისწავლი უამრავ რაღაცას, მაგრამ თითქოს არის რაღაც, რასაც ან ძალიან ძნელად ისწავლი, ან უნდა მოგსდევდეს აი, იმ აღმზრდელობის ნაწილით, რომელსაც ჰქვია ოჯახი.

ჰუმანიზმი არის უმაღლესი წერტილი, როდესაც ადამიანი თავისი აზრით, გრძნობით, ქმედებით გადის მორალურ არჩევანზე“, - ამბობს ანდრო დგებუაძე. 

@ajarabroadcaster

დედა ამბებოდა ხოლმე: "ეტყობა ოჯახში როა გაზრდილიო", - ანდრო დგებუაძე #აღზრდა #დედა #ოჯახი #ადამიანი #ჰუმანიზმი

♬ original sound - აჭარის მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ:

„რატომაა მოზარდ გოგონებში ამდენი აბორტის რიცხვი და როგორ ენგრევათ ზოგიერთებს ცხოვრება თავზე?“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 „ანა დიდხანს მყავდა ბუნებრივ კვებაზე, ღამე არ გვძინავს ამ დროს და დილით, 7 საათზე შემოდიოდა დედა, გაჰყავდა ბავშვი“ - როგორი დედაა ჯანეტ ქერდიყოშვილი

🎥 „ჩემი სიყვარულები, მიყვარხართ“ - მარიამ ელიეშვილის ოჯახური კადრები