Digest Logo

„რატომაა მოზარდ გოგონებში ამდენი აბორტი და როგორ ენგრევათ ცხოვრება თავზე?“ - გიორგი ლობჯანიძე მშობლებს მიმართავს

1772614889
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სკოლის მოსწავლეების საჭიროებაზე საუბრობს:

„ძალიან მძიმე თემას მსურს რომ შევეხო, რადგან ვატყობ დრო მოვა ცვლილებები გარდაუვალი იქნება და იმედია რეფორმები ამ კუთხითაც განხორციელდება საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში.

აი, თქვენ, ვინც ხართ მშობლები და გყავთ შვილები, გამადიდებელი შუშით უნდა აკვირდებოდეთ თუ რა ხდება სკოლებში. ცალკეულ საკლასო ოთახებში და ა.შ.

როგორი ბულინგია ბავშვებს შორის?

რა ხდება საპირფარეშოებში და როგორ ჩაგრავენ განურჩევლად სქესისა ერთმანეთს?

რატომაა მოზარდ გოგონებში ამდენი აბორტის რიცხვი და როგორ ენგრევათ ზოგიერთებს ცხოვრება თავზე?

ფსიქოლოგიურად ბავშვებს უჭირთ ღიად ამაზე საუბარი და თქვენ უნდა გაარკვიოთ ეს როგორმე!

მრავალი წელია ამის პრობლემაა და ვერც ეშველება ამ ამბავს სანამ არ იქნება სრული რეფორმა!

პირადად ჩემთვის ბევრჯერ მითქვამს ,,გაცნობიერების დღიდან” სასწავლებლები ბრჭყალებში ჩასმული ამოუცნობი ობიექტები არიან, სადაც, სამწუხაროდ ვერ ყალიბდები პიროვნებად.

ფსიქოლოგიის ინსტიტუტი უბრალოდ არ არსებობს …

აბა, ახლა საკუთარი ქვეყნის ისტორიას ცალკე საგნად და შენს რწმენას ვინ გასწავლის ამ უღმერთო ეპოქაში, თორემ კი!

ფილოსოფია, ენათმეცნიერება, ყველა ის დარგი, რითაც ადამიანი აცნობიერებს მის ინდივიდუალიზმს სანაგვეზეა მოსროლილი.

მარტივად რომ ვთქვათ ნებისმიერი სახის ლოგოსი და თვით ქრისტე მანდედან განდევნილია! შესაბამისად ჯამური რეზულტატი არის და ყოველთვის იქნება კატასტროფული!

ასე რომ ეს ჩაგვრა და ამხელა ბულინგი სულ იარსებებს დიდ გადატვირთვამდე, ხოლო თქვენ მიაქციეთ ყურადღება საკუთარ შვილებს, რამე თუ ბავშვთა გარკვეული ნაწილისთვის სკოლა მხოლოდ ციხესთან ასოცირდება!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ანა დიდხანს მყავდა ბუნებრივ კვებაზე, ღამე არ გვძინავს ამ დროს და დილით, 7 საათზე შემოდიოდა დედა, გაჰყავდა ბავშვი“ - როგორი დედაა ჯანეტ ქერდიყოშვილი

🎥 „ჩემი სიყვარულები, მიყვარხართ“ - მარიამ ელიეშვილის ოჯახური კადრები

„ძალიან პატარა ასაკში გავაანალიზე, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტია, ვიდრე კეთილი... მხიარული ბავშვი არ ვიყავი“ - გია ჯაჯანიძე