Digest Logo

🎥 „ყველა გატანილი გოლის შემდეგ ცაში ღმერთს ვესაუბრები... უფლის თუ არ მწამს, აბა ვისი უნდა მწამდეს?“ - გიორგი მიქაუტაძე

1732607328
გიორგი მიქაუტაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო და საინტერესო ვიდეოებს გვიზიარებს. 

ამჯერად საბა საპანაძე „საქართველოს ეროვნული ნაკრების“ ფეხბურთელის და ფრანგული კლუბ „ლიონის“ ბომბარდირ გიორგი მიქაუტაძესთან ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც ბომბარდირი რწმენასა და ღმერთზე საუბრობს.

„ყველა გატანილი გოლის შემდეგ ცაში ღმერთს ვესაუბრები. უფლის თუ არ მწამს, აბა ვისი უნდა მწამდეს? ჩემი ყველა დღე სახლიდან გასვლის წინ პირჯვრის გადაწერით იწყება და ღამე მამაო ჩვენოთი მთავრდება.

იცი როგორ ვამბობ? ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუ „აიაქსში“ წავედი და არ იმუშავა, ესე იგი ღმერთს არ უნდოდა, რომ იქ ამ ამბავს ემუშავა. დღეს თუ „ლიონში“ გოლების გატანას დავიწყებ, ესე იგი ღმერთს ენდომება, რომ მე აქ რაღაც გამომივიდეს“ , - ამბობს ფეხბურთელი ინტერვიუში.

აღნიშნულ ვიდეოს, ავტორმა კიდევ ერთი უცნობი ამბავი დაურთო მიქაუტაძის შესახებ კომენტარებში:

„ბევრმა არც იცის ეს ამბავი და წელს, აღდგომა რომ 5 მაისს იყო, 4 მაისს თამაში ჰქონდა „რენთან“ მეცში. თამაშის შემდეგ, გასახდელიდანვე სახლში არც წასულა, მანქანაში ჩაჯდა და პარიზში წავიდა სააღდგომო წირვას რომ დასწრებოდა, მეციდან პარიზამდე 4 საათის გზაა მანქანით. მატჩის შემდეგ, დაღლილი ჩავიდა, ღამის თევას დაესწრო და გამთენიისას უკან დაბრუნდა მეცში“,- წერს ჟურნალისტი საბა საპანაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ვუყურებ ჩემ წინ დგას კაცი, რომელსაც ხუთი ტყვია მოხვდა...“ - რას წერს თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი?

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს