Digest Logo

🎥 „ყველა გვერდში გვედგა...მინდოდა და მჯეროდა ღმერთის რომ აუცილებლად გამოვაჯანმრთელებდით სანდროს...“ - გიორგი გოჩოლეიშვილი შვილზე

1747502016
გიორგი გოჩოლეიშვილი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს. 

ამჯერად იგი ინტერვიუს გიორგი გოჩოლეიშვილთან აქვეყნებს, სადაც მან შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პატარა სანდრომ ლეიკემია დაამარცხა.

„მივდივართ სასეირნოდ. სულ უნდა რომ გარეთ იყოს. სესია მინიმუმ ორჯერ გვაქვს თუ ცუდი ამინდი არ არის.თუ ცუდი ამინდია ერთხელ მაინც უნდა გავიყვანოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემი ყოფნა დანიაში, მადლობელი ვარ როგორც კლუბის, ისე საავადმყოფოსი. იმიტომ, რომ ყველაფერს ისე აკეთებდნენ როგორც საჭირო იყო. ყველა გვერდში გვედგა და მისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას.

ძალას ის მაძლევდა, რომ მინდოდა და მჯეროდა ღმერთის რომ აუცილებლად გამოვაჯანმრთელებდით სანდროს. ჩემი მეუღლე დიდ ძალას მაძლევდა რომ მეთამაშა ფეხბურთი. არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა“, - ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორც კი გამოჩნდა ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება...სულ ვნერვიულობდი ჩემ ოჯახზე“ - რას ჰყვება გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერაზე?

⭕„ყველგან და ყველაფერს რომ ანათებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ქოჩორ მადლობა თორე, ახლაც ჩემთან იქნებოდა...“ - საბა საპანაძის ესპანური მოგზაურობა ქართველ ფორვარდებთან