
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაცემამ „პრაიმ შოუ“ ეთერი სწორედ ამ თემას დაუთმო და სტუმრად ისტორიკოსი კონსტანტინე გამსახურდია მიიწვია, რომელმაც მოვლენები ქრონოლოგიურად გაიხსენა:
„ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის ამბებით. აფხაზურმა საზოგადოებამ მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც მათ მოითხოვეს პრაქტიკულად საქართველოდან გამოყოფა და საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა, რომელიც მათ არასდროს ჰქონიათ... ამ ყველაფერს მოჰყვა რეაქცია თბილისში...“, - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ: