Digest Logo

🎥 „ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ღმერთი უხილავად გეხმარება“ - გაიცანით 5 შვილის დედა ეკა მარშანია

1791271566
ეკა მარშანია

ეკა მარშანია არის მომღერალი, ანსამბლ „კავთას“ ხელმძღვანელი და ხუთი შვილის დედა.

მისი მეუღლე ქორეოგრაფი ბესარიონ ოთიაშვილია. 

ეკა მარშანია გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახსა და მრავალშვილიან დედობაზე ისაუბრა: 

„ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ღმერთი უხილავად გეხმარება. 

მე თავად ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, მყავს 1 და, და 2 ძმა, ასევე იყვნენ დედაც და მამაც, 5 დედმამიშვილი ჰყავდათ. ბავშვობაში მეც ვფიქრობდი, როდესაც დავოჯახდებოდი აუცილებლად მეყოლებოდა მრავალი შვილი. 

19 წლის ვიყავი, როდესაც ტყუპები შემეძინა, სამწუხაროდ ნაადრევი მშობიარობით და სირთულეებით დაიბადნენ. შემდეგ მოყვა მესამე შვილი, გიორგი, მერე მეოთხე და მეხუთე.

მეუღლეებს შორის უნდა იყოს ურთიერთგაგება, პატივისცემა და სწორი გზით სვლა, რომ დაინახონ ეს ყველაფერი ბავშვებმა და მშობლების მაგალითზე გაიზარდონ“, - ამბობს ეკა მარშანია. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ გადადგამ ამ ნაბიჯებს, აღარ იქნები დამოკიდებული სამსახურზე!“ - ფინანსური დამოუკიდებლობა, როგორც ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელი ფაქტორი

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 6 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „მგზავრების“ სიმღერაზე აცეკვებული ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა - კადრები რუსკა ქარქაშაძე დის ქორწილიდან

✕