Digest Logo

🎥 „ყველაფერი უნდა სცადო, რაც გაინტერესებს... ფულს თუ ვერ ვშოულობ, ინტერესს ვკარგავ...“ - სალომე ღვინიაშვილი კარიერაზე, ბავშვობასა და საკუთარ გზაზე

1766747729
სალომე ღვინიაშვილი

მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი სალომე ღვინიაშვილი, რომელიც  მრავალი წელია ინარჩუნებს ცნობადობას და ყველაზე ლამაზი ქართველი ქალების ჩამონათვალში მუდამ მოწინავე ადგილს იკავებს სტუმრად ქეთო ანთიძის „პოდკასტში“ იმყოფებოდა.

სალომე ღვინიაშვილი მცირე ასაკიდანვე ცნობილ მოდელებთან ერთად გამოჩნდა, დღეს კი 41 წლის ასაკშიც აქტიურად მუშაობს მოდის სფეროში. დიზაინერი საკუთარ გზას, კარიერის გამოწვევებსა და პიროვნულ განვითარების მნიშვნელობაზე ჰყვება და აღნიშნავს, რომ არაერთი სფეროში უნდა სცადო ბედი, რადგან საკუთარი თავი მხოლოდ ასე შეიძლება აღმოაჩინო.

„ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო ჩემი კარიერა და მოვხვდი ცნობილ საზოგადოებაში. 14 წლის ვიყავი, როცა ცნობილ მოდელებთან ერთად აღმოვჩნდი ჩვენებაზე. ეს იყო მაკა ასათიანის ჩვენება. კადრებიც არსებობს ამის, და ჩანს, როგორი დაბნეული დავდივარ. თუმცა, თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი. ასე დაიწყო და ასე გრძელდება. დღეს უკვე 41 წლის ვარ და ისევ მოდასთან ახლოს ვარ, ისევ ვმუშაობ. ბავშვობაში მახსოვს, რომ ვთამაშობდი, ან მოდების ჩვენება მქონდა, ან გადაცემა მიმყავდა. სულ მაგას ვამბობ: ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას თამაშობს ბავშვი, რადგან ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს მის მომავალ პროფესიის განსაზღვრაში.

ერთი შეხედვით, მაინც ძალიან კარგი და ბრჭყვიალაა ეს საქმიანობა. რასაც ხედავთ, ეგრე არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აქვს სირთულეები და უარყოფითი მხარეებიც. მეტად უფრო სასიამოვნოა. უარყოფითი მხარეა, მაგალითად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პატარაობიდან გთხოვდნენ ბევრს: შენ ლამაზიც უნდა იყო, ჭკვიანიც. ყველაფერი უნდა იყო. პატარა, როცა ხარ, ამას ვერ აღიქვამ, და მე მერე გავაცნობიერე. სულ დაძაბული ვარ და ვცდილობ, სულ კარგად გამოვიყურებოდე.

არის დღეები, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, არ მინდა ლოგინიდან ადგომა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის, ანუ მოშვების უფლებას ჩემ თავს არ ვაძლევ. მერე ვფიქრობ: „სალომე, რას აკეთებ, შენი ცხოვრების ერთი დღე შეიძლება სხვისთვის ოცნება იყოს.“ ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მაქვს უფლება. რამდენიმე დღის წინ მქონდა ძალიან რთული პერიოდი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუა გარდაიცვალა. მეორე დღეს კი მქონდა მნიშვნელოვანი ივენთი საერთაშორისო ღონისძიებასთან და ვალდებული ვიყავი გამოვპრანჭულიყავი და წავსულიყავი. დასიებული თვალები მუქი მაკიაჟით დავმალე და ვერავინ შეამჩნია.

შენი თავი რომ აღმოაჩინო და იპოვო, ყველაფერი უნდა სცადო, რაც გაინტერესებს. შესაძლებელია ცხოვრების ეტაპებზე შეგეცვალოს შეხედულება და მოგინდეს სხვა რაღაცის კეთება. ყველაფერი შეგიძლია, უნდა ისწავლო. არ არის პრობლემა, თუ არ გამოგივა. რაც გამიკეთებია, ყველაფრისთვის მადლიერი ვარ და არ მინანია.

პროფესიით დიზაინერი ვარ, განათლება ამ მიმართულებით მაქვს მიღებული, ჯერ სამხატვრო აკადემიაში, და შემდეგ ინგლისში. რომ ჩამოვედი, გავაკეთე ჩემი ბრენდი „სალომე“, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან წარმატებული იყო იმ პერიოდში. მაგრამ, როგორც ბიზნესი, არ აღმოჩნდა საინტერესო. ვშოულობდი ფულს, მაგრამ ისე არ იყო, რომ მოტივაცია მქონოდა. მყარ ბიზნესში კიდევ ძალიან დიდი ფული უნდა ჩამედო. ფულს თუ ვერ ვშოულობ, ინტერესს ვკარგავ“,- აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიმართლეზე თვალის გასწორების დროა... არც უშეცდომოა ვინმე, არც ანგელოზი... ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ ყველამ“ - თეო ხაბულიანი

⭕„მიეცით ერთმანეთს პირადი სივრცე“ - 26 დეკემბერი: „ხმლების ოთხიანი“- დასვენებისა და აღდგენის დღე

⭕„ვაი იმ ადამიანს, ვისაც ღმერთის არ ეშინია...ადამიანს, ამპარტავნება ისეთ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს, აღარც იცი რა თქვა და როგორ შეაფასო“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე