Digest Logo

🎥 „ყველაფერს ვეჭიდები კაცო?... ყველაზე რთული პროექტია, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა“ - ვასიკო ოდიშვილი „პატარების დიდ შოუზე“

1741540275
ვასიკო ოდიშვილი

დუტა სხირტლაძემ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედი“ და გადაცემა „პატარების დიდი შოუ“ დატოვა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „პატარების დიდი შოუს“ წამყვანი დუტა სხირტლაძის ნაცვლად, ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი, ვასიკო ოდიშვილი იქნება.

ამჯერად ვასიკო ოდიშვილი სტუმრად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა სადაც ახალ შოუზე ისაუბრა:

„ყველაფერს ვეჭიდები კაცო ეს გინდოდა? მე როგორც ბავშვების მოყვარულს და გამოცდილ მამას ძალიან მიყვარს პატარები. საერთოდ ეს ისეთი გადაცემაა, ალბათ რომ წამყვანი აუცილებლად ბავშვების მოყვარული უნდა იყო. ყველაზე რთული პროექტია, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა. წინასწარ ვერ განჭვრეტ რა იქნება. არაფერი არ იცი წინასწარ გარდა იმის, რომ იმ  ბავშვს ხელი შეუწყო, რომელიც შენთან არის მოსული. ბავშვი კარგ ხასიათზე რომ იყოს, ცოტა ხანში შეიძლება საერთოდ აღარ გააკეთოს“, - ჰყვება ვასიკო ოდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „პატარების დიდი შოუ“ ეკრანზე 10 მარტს ბრუნდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თმაში შედის პირველ რიგში...“ - როგორ უნდა გავწმინდოთ ორგანიზმი უარყოფითი ენერგიებისგან? რჩევები ასტროლოგისგან

⭕2025 წლის 14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება - რა ცვლილებებს გვიმზადებს გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა

🎥 როდის არის ნახშირის გამოყენება საშიში და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას? - არუნ ხათრის რჩევები