Digest Logo

🎥 „მაქვს ვალების და ფრენის შიში...არასოდეს არ ვჯდები საჭესთან ნასვამი“ - ჯიმი აბესაძე

1739948143
ჯიმი აბესაძე

„იმედის დილის“ რუბრიკაში „ავტომობილი“ იუმორისტი და მსახიობი ჯიმი აბესაძე იყო სტუმრად, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ერთადერთი ნივთი, რომელიც სულ თან უნდა ჰქონდეს ავტომობილის გასაღებია.

„გაწონასწორებული მძღოლი ვარ, არასოდეს არ ვრისკავ 100%-ით უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემი ეს მანევრი უსაფრთხოა.

მაქვს ფრენის შიში, რომელიც ვერ დავძლიე და ვალის შიში მაქვს სასწაული. 

დარღვევები საჭესთან იშვიათად მაქვს და თუ რამეს დავარღვევ ძალიან ვდარდობ, არასოდეს არ ვჯდები საჭესთან ნასვამი“, - ამბობს ჯიმი აბესაძე. 

მან ასევე „ღამის შოუს“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 7 წელია იქ მუშაობს, თუმცა ნერვიულობა რომელიც პირველად გადაცემაში შესვლის დროს ჰქონდა დღემდე აქვს.

„ხუთშაბათობით გვაქვს ჩაწერა და ოთხშაბათს მე ნორმალურად ვერც ვიძინებ, არც სუფრაზე მივდივარ თამადობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი“, - ამბობს ჯიმი აბესაძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„პლასტმასის კონტეინერების ხშირი გამოყენება შეიძლება გაზარდოს გულის უკმარისობის რისკი“ - გიორგი ფხაკაძის რჩევები

⭕„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

⭕„საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე