Digest Logo

„ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს!

1753447812
 კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს. 

„ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება!

აფრიკული ანტიციკლონი, რომელიც ჩვენს ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უპრობლემოდ დომინირებდა, მომდევნო კვირაში საქართველოზე მოახდენს გავლენას.

სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი, ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალი იქნება და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია +40 გრადუსამდე მოიმატოს.
დასვენებისთვის იდეალური, მზიანი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც, სადაც მომდევნო კვირის შუა დღეებში ტემპერატურა +38 გრადუსამდე იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა ყველაზე კომფორტულია 27-28 გრადუსი.

27-დან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი.

მშრალი მეტეო პირობების გავლენით ტყეებში მომატებულია ხანძრის გაჩენის რისკი, გაფრთხილდით გარემოს!
აქვე გეტყვით, რომ +40 გრადუსამდე ტემპერატურა სეზონის ამ პერიოდისთვის არის ნორმა!
გისურვებთ ბედნიერებას“, - წერს მეტეოროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ აფრიალებთ ფოტოებს, ვითომ ჩემი შეყვარებულია, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ - რას წერს ნინი ბადურაშვილი?

🎥 ✨☀️ ასტროლოგის 3 ოქროს რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აგვისტო და სექტემბერი წარმატებული იყოს

⭕„რა კარგები ხართ“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები