ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ნეტარხსენებულ საქართველოს პატრიარქ ილია II-ის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით ილია მეორე, ცოცხალი წმინდანი გვყადა ქართველებს. არქიმანდრიტი უწმინდესთან შეხვედრის ეპიზოდებს იხსენებს:
თბილისში საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან. სხვადასხვა კითხვები დამისვეს. ერთი ახალგაზრდა მეუბნება: „მამაო, საბერძნეთში რომ დაბრუნდებით და გკითხავენ საქართველოში ყველაზე ძალიან რომელი სიწმინდე მოგეწონათო, რას იტყვით“? მეც მივუგე: „ბერძნები რომ მკითხავენ, რა მოგეწონა ყველაზე ძალიან საქართველოშიო, ვეტყვი, საქართველოს პატრიარქი-მეთქი!“ რა ტაშისცემა და ხმაური ატყდა დარბაზში, ვერ აგიწერთ. აქედან ჩანს, პატრიარქის მიმართ დიდი სიყვარული.
კიდევ მახსოვს, გვითხრა, რომ საპატრიარქოს აივნიდან ზაფხულში ხედავდა, რომ თბილისის გარეთ რაღაც ადგილს ნათელი ადგებოდა. რამდენჯერმე რომ ნახა, გაკვირდა და გადაწყვიტა გაეგო, რა იყო იმ ადგილას. წავიდნენ, გათხარეს და ღვთისმშობლის ხატი იპოვეს. იმ ადგილას ღვთისმშობლის ეკლესია ააშენეს. ანუ, ამ კაცზე ამბობენ, წმიდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია, ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია.
როდესაც წირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღვთისმოყვარე, ძალიან ძმათმოყვარე, მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა. მჯერა, პატრიარქი ილია – უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას“, - ამბობს არქიმანდრიტი ეფრემი.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.orthodoxianewsagency.gr