Digest Logo

„გამეღიმა ძალაუნებურად - და ამ ღიმილით მადლიერება გამოვხატე... ალბათ ჩაგეხუტე კიდეც“ - თამარ ალადაშვილი

1774075996
თამარ ალადაშვილი

მომღერალი თამარ ალადაშვილი სამების საკათედრო ტაძრიდან სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურად წერს:

დიდხანს მოგვიწია რიგში დგომა და აზრადაც არ მომსვლია სხვა გზა მომენახა - (მიუხედავად ყველაფრისა)
ჰოდა როგორც იქნა მივაღწიე ტაძრის კარამდე - კართან გაგვაფრთხილეს გადაღება აკრძალულიაო და მეც მორჩილი ბავშვივით დავმალე ტელეფონი.

პატრიარქის ნათელი სახე არასოდეს დამავიწყდება და შორენა მახარეიშვილი შენი დანახვის მომენტი შენი კამერის ობიექტივში რომ აღმოვჩნდი.

გამეღიმა ძალაუნებურად - და ამ ღიმილით მადლიერება გამოვხატე. ალბათ ჩაგეხუტე კიდეც . გულში სითბო ჩამეღვარა - შემთხვევით ხომ არაფერი ხდება. ჰოდა მადლობა შენ ამ კადრებისთვის. შენი ნებართვით გავაზიარებ სხვა კადრებსაც - ეს უკვე ისტორიაა.

საუკუნო ხსენება ჩვენს პატრიარქს. მადლობა უფალს რომ შემაძლებინა“, - წერს თამარ ალადაშვილი.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უნდოდა თავისი მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაეკრძალა...“ - რას იხსენებენ სოფელ სნოში ილია მეორეზე

„პატრიარქის თითოეული ნაბიჯი იყო სიბრძნესთან, უჩვეულო სიმშვიდესთან დაკავშირებული, მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ“ - თეონა ცირამუა

იდენტური მანიპულაციის ფუნდამენტი და მისი განეიტრალების მექანიკა (ეშმაკის სისტემა) - რას წერს ვატო მსხილაძე