Digest Logo

„ჟალგირისის“ მწვრთნელი – „კვარაცხელიას საკითხს გადავწყვეტთ და თავს სხვაგვარად დავიცავთ“

1785348337
„ჟალგირისის“ მწვრთნელი

ვილნიუსის „ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრიუს სკრელამ კონფერენსლიგაზე „დინამო თბილისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თბილისში 0:3 მარცხის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ აქვთ.

„არ ველოდით, რომ თბილისში 0:3 წავაგებდით, მაგრამ წინ მეორე მატჩია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეტოქეს ჰყავს კარგი მოთამაშეები. იქნებ იფიქრონ, რომ ყველაფერი დასრულებულია? ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავსაჯოთ ისინი და ვაიძულოთ, რომ აქ არაკომფორტულად იგრძნონ თავი.

თორნიკეს კვარაცხელიას საკუთარი თავის სჯერა, არ ეშინია და ასაკისთვის უჩვეულო ფიზიკური მონაცემებით ყველას აოცებს. ეს ყველაფერი ხაზგასმით ავუხსენით ფეხბურთელებს, მაგრამ თავადაც ნახეთ, რომ მას არ ეშინია ორ მოთამაშეზე წასვლა. მისი ლამის ყველა მოძრაობა ძმის იდენტურია. როცა ბურთი აქვს, საფრთხე იქმნება.

თავს სხვაგვარად დავიცავთ და ამ საკითხს გადავწყვეტთ. „დინამოში“ ძლიერი და საშიში სხვა შემტევებიც არიან. ვილნიუსში „დინამო თბილისის“ დამარცხება რთული იქნება, თუმცა შინ ვთამაშობთ და თუ სწრაფად გავიტანთ, გუნდს ფრთები შეესხმება“, - აღნიშნა ანდრიუს სკრელამ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ვილნიუსში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ ვინმე გძულს, ესე იგი მან დაგამარცხა“ - რას წერს ლევან შელეგია

🎥 „უმარტივესია ფატალური შეცდომების დაშვება...“ - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური მოვლენები: მედეა დოლიძის პროგნოზი

⭕ „არ არსებობს უნივერსალური წესი...“ - რას ნიშნავს იყო პაგანი: ნინო ლეჟავას განმარტება

წყარო: 1tv.ge