Digest Logo

„ზოგჯერ ჭამასაც ვერ ვასწრებდი, ძალიან დაღლილი მოვდიოდი ვარჯიშზე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ დავნებდებოდი“ - ეთერ ლიპარტელიანი

1776439281
 ეთერ ლიპარტელიანი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეთერ ლიპარტელიანმა შთამბეჭდავად დაასრულა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა. 

გთავაზობთ არქივიდან ეთერ ლიპარტელიანის ინტერვიუს, რომელიც მან „ქრონიკას“ მისცა:

„ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინააღმდეგი ამ ყველაფრის. მათ შორის, დედაჩემიც. არ უნდოდა, რომ ამ სპორტით დავკავებულიყავი. ყოველდღე რუსთავიდან მიწევდა სიარული თბილისში ვარჯიშზე. ვსწავლობდი და სკოლიდან როდესაც ვბრუნდებოდი, ზოგჯერ ჭამასაც ვერ ვასწრებდი. ძალიან დაღლილი მოვდიოდი ვარჯიშზე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ დავნებდებოდი.

ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდა 2016 წელს რიოში, ოლიმპიადაზე. როდესაც ფინალი წააგო და ძალიან ტიროდა, მეც ძალიან გული დამწყდა და ძალიან, ძალიან მეწყინა. მაშინ მეც პატარა ვიყავი და ვთქვი, რომ არა უშავს, მე შევძლებ, მაქვს დრო ჯერ კიდევ და შევეცდები ეს შთაგონების წყარო მოტივაციად გადავაქციო.

წარსულში არ მყავდა ის ადამიანი, ვისაც მივბაძავდი და ვის შედეგებსაც გავყვებოდი. ვფიქრობ, მე არ ყველაფერს ვუმარტივებ ბავშვებს და შემიძლია თამამად ვაფიქრებინო ის, რომ აი, იმან თუ შეძლო, ჩვენც შეგვიძლია. არ გავჩერდები და სპორტიდან როდესაც წავალ, ვეცდები მწვრთნელად მოვიდე და აღვზარდო ბევრი ქართველი სპორტსმენი“, - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸„მიყვარს თქვენი ოჯახი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

🎥 „პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი იქნებოდა მის სახელზე“ - ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული გამარჯვება პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

🎥 ანგელოზის გზავნილი 17 აპრილისთვის: რას წერს ეზოტერიკოსი