
ენერგეტიკული სასმლის რეკლამა არ იტყუება, ის ნამდვილად ასრულებს დანაპირებს და იძლევა მოკლე დროში დიდ ენერგიას, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშანი - ხომ არ ხდება ეს ჯანმრთელობის ხარჯზე?!
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „კურიერი პ.ს“ ისაუბრეს და საზოგადოებას უახლესი კვლევა გაუზიარეს:
კითხვის ნიშნებს ბოლო კვლევები ძახილის ნიშნებად აქცევს:
! დიდი დოზით კოფეინის უკუჩვენება
! დიდი დოზით შაქრის უკუჩვენება
! და ახლა უკვე, მის შემადგენლობაში აღმოჩენილი დიდი დოზით ტაურინის უკუჩვენება.
გადაცემაში თემაზე ასევე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემაც ისაუბრა:
„ერთ-ერთი ამინომჟავა, რომელიც ენერგეტიკულ სასმელში შედის, შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის უჯრედები იყენებდნენ მას როგორც ზრდისთვის, ისე განვითარებისთვის. ეს ჯერჯერობით ექსპერიმენტია თუმცა მაინც საგანგაშოა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტრაგიკულად დაღუპული ნიკა ფალიანი - როგორ გააცნო 29 წლის გიდმა ათასობით უცხოელს ქართული მთები?
⭕„კვირა ყოველთვის მდინარის დღეა...“ - რომან დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს