ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში კაცი თევზაობის დროს დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილის სახლთან ახლოს, მდინარე მახარიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ელექტროდენის გამოყენებით ცდილობდა თევზის დაჭერას, რა დროსაც მას დენმა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა.
დაწყებულია გამოძიება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„უკარგესები“ - ცოტნე ივანიშვილი მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს