საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყოფილი ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა ნაკრები 2026 წელს შესარჩევ ციკლს დაიწყებს, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება.
ზურაბ ხიზანიშვილი 2017 წლიდან 2020 წლამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, პარალელურად 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ამზადებდა.
2021 წლიდან ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტად მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეცადეთ, არავის აჰყვეთ უაზრო კამათში...“ - ხათუნა ნოელი ლილიტის და მერკურის შეერთებაზე გვაფრთხილებს
⭕რა დღეებში გადავჭრათ სადავო, სასამართლო საკითხები დეკემბერში - თიკა ქოქაშვილი თარიღებს ასახელებს