თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის წინასასამართლო სხდომის განხილვისას, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ჯაბა ჯანგირაშვილი და ზურაბ ზვიადაური წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მანამდე კი პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები გაახმოვანეს. თავის მხრივ დაცვის მხარემ მტკიცებულებების სადაოდ ცნობა მოითხოვა, ასევე დაკავებულების ინტერესების დამცველება აღკვეთის ღონისძიბა პატიმრობას შეცვლის და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
ცნობისთვის, ზვიადაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 აგვისტოს გავრცელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
წყარო: rustavi2.ge