Digest Logo

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

1728297972
 ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სიმბოლურ გუნდში მოხვდა – ასეთია ორი ანალიტიკური პორტალის, whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასება.

„სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ 3:1 დაამარცხა, 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა კი ჰეთთრიკი შეასრულა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მან ანალიტიკური ვებგვერდებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა – დავითაშვილს Whoscored-მა უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაუწერა, Sofascore-მა კი 9.4.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:-

🎥 „გჭირდებათ მაქსიმალური სიფრთხილე...“ - 7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ანზორ ოდიშარიასგან

გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციისგან ვიხილეთ ტყუილების მორიგი ტირაჟირება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, თითქოს იქ რაღაც კონფედერაციის ფორმაზე არის საუბარი ან მათ დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია

წყარო: 1tv.ge