Digest Logo

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის აპრილის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 მაისი 13:51
ზურიკო დავითაშვილი

„სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის აპრილის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ანალიტიკურმა პორტალმა WhoScored-მა გამოარჩია.

ზურიკომ წინა თვეში საფრანგეთის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში ითამაშა. ბრესტთან საშინაო დაპირისპირებაში (3:3) საგოლე გადაცემით გამოირჩა, სტუმრად სტრასბურთან კი (1:3) გოლი გაიტანა და ათმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

ლიგა 1-ის აპრილის სიმბოლურ თერთმეტეულში, რომელიც 4-4-2 სქემით არის წარმოდგენილი, დავითაშვილი (7.17 ბალი) ადგილს ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე იკავებს.

ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენის მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატის 30 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და შეასრულა 7 საგოლე გადაცემა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეუღლე რომ გარდაიცვალა 15 წელი არ მიმღერია...“ - გაიცანით, მეწისქვილე ქალი გურიიდან, რომელმაც 150 წლის წინაპრების წისქვილი აღადგინა და ბიბლიოთეკა გახსნა

⭕რას გვპირდება მთვარის კალენდარი მაისისთვის?

⭕„დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი“ - სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის ექიმებმა ქალი გზაში ამშობიარეს