საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ზურიკომ ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მილანში ისვენებენ - „რა კარგები ხართ“