მამაკაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
🔵მეწყერმა ცაგერში ავტომობილი მოიყოლა - მძღოლის მდგომარეობა ცნობილი არ არის
ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.
მამაკაცი გუშინ საღამოს ქულბაქის და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდა, ამ დროს კლდის მასა ჩამოიშალა და ავტომობილი მოიყოლა. ოჯახმა მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„უყურეთ „ამერიკის ვარსკვლავის“ პრემიერას?..“ – ნუცა ბუზალაძე
🔵„6 ქართველი მღვდელი გადაიპარა მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში“ - რას წერს ილია ჭიღლაძე
🔵ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 2023 წლის გაზაფხულზე შეხვდებიან
წყარო: rustavi2.ge