თამო ვაშალომიძე ცნობილი ქართველი ფოტომოდელი, მსახიობი, ბლოგერი და ბიზნესს ლედია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება თავდაპირველად თამამი ფოტოსესიებით და სამოდელო კარიერით მიიპყრო.
მსახიობი სოციალურ ქსელში 2026 წლის ზაფხულს აჯამებს:
„წლევანდელი ზაფხულის შეჯამება:
არ ვიცი, მარტო მე ვერ ვიგრძენი წელს ზაფხული, თუ თქვენც ასე ხართ? იმდენად სწრაფად გავიდა, ვერც კი მივხვდი.
იმ გეგმებიდან, რაც მქონდა, 100%-იდან ალბათ მხოლოდ 5% შევასრულე. მთელი ზაფხული სახლის რემონტზე ვიყავი გადართული.
მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, მგონი, თოვლი და ზამთარი უფრო მომწონს, თუმცა გააჩნია, რა განწყობაზე ვარ.
ახალი წლის პერიოდი კი ხომ მიცნობთ, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული და ჯადოსნურია“, - წერს თამო ვაშალომიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსახიობი თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მან ქალიშვილის, სოფის მიერ შექმნილი ესკიზის მიხედვით შეკერილი კაბა მოირგო.
მსახიობის გამოსვლას წითელ ხალიჩაზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც მასთან ერთად კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი პოზიორობდა, რა დროსაც ორმა ფოტოგრაფმა მას გაწევისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პლუტონი მერწყულის ნიშანში: ეპოქა, რომელიც სამყაროს წესებს ცვლის - რას ამბობს ასტროლოგი
⭕რა არის ენდომეტრიოზი? - გინეკოლოგი გამომწვევ მიზეზებს ასახელებს