
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მეზობელმა მამა და შვილი დანით დაჭრა.
როგორც ცნობილია, დაჭრილ მამა-შვილს მეზობელთან მანქანის პარკირების თემაზე მოუვიდათ შელაპარაკება, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა კი მათ ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.
მამა-შვილს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები არ მიუღიათ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი - ნინო სტურუა გამოეხმაურა:
„ვიღაც დაჭრეს დოლიძეზე. ერთი 100-მდე ეკიპაჟი იყო და სასწრაფო.
და კიდე ვიღაც წაათრიეს ბორკილებით და ნახევრადჩახდილი.
პარკინგის გამო!!!!”,- წერს სტურუა..
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„უსაზღვრო ბედნიერების 4 თვე“ - ნუცა ცისკარიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
🔵ქავთარაძის ქუჩაზე ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა
🔵ინგა გრიგოლიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო - „შესანიშნავად გამოიყურები“