Digest Logo

„არნახული რეიტინგი დაფიქსირდა! ყველანაირი რეკორდი მოხსნა, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“ - რას წერს გია ბაღაშვილი

1741158366
 გია ბაღაშვილი

იუმორინა 25 წლისაა! ისტორიამ, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო უმოკლეს დროში მოიგო მსმენელისა და მაყურებლის დიდი სიყვარული. გვაჩუქა არაერთი დაუვიწყარი სანახაობა სხვადასხვა თაობის ვარსკვლავების მონაწილეობით. ამ წლების განმავლობაში 1 000-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა სრული ანშლაგით.

გუშინ კი „იუმორინა 2025“-ის სატელევიზიო პრემიერა შედგა, რამაც დიდი წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სოციალურ ქსელში შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალური დირექტორი, მუსიკოსი გია ბაღაშვილი პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ „იუმორინა 2025“-ის სატელევიზიო პრემიერა შედგა. არნახული რეიტინგი დაფიქსირდა! ყველანაირი რეკორდი მოხსნა წლევანდელმა კონცერტმა, მათ შორის სატელევიზიო მეგა-შოუების!

მთელი გულით ვულოცავ „იუმორინას“ დიდი ოჯახის თითოეულ წევრს ამ უპრეცედენტო შედეგსა და შემოქმედებით გამარჯვებას! მადლობა ყველას, თავდაუზოგავი, მრავალთვიანი შრომისთვის, მეგობრობისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!

რაც მთავარია, უღრმესი მადლობა ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს! 25 წლის თავზე თქვენი ასეთი ყურადღება, თანადგომა და თანამოაზრეობა უდიდესი ჯილდო და დაფასებაა თითოეული ჩვენგანისთვის!

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!“, - წერს გია ბაღაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეიძლება ნორმალურად მივიჩნიო ის გიჟი, რომელიც გარეთ დადის, ვიდრე ნორმალური ადამიანი, რომელიც ჩუმად, ჩაკეტილია თავის სამყაროში“ - რას ჰყვება ნუცა შანშიაშვილი

„ამ პროდუქტს არ ვურჩევ არც ერთ პაციენტს და არც მომხმარებელს!“ - გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება!

„ნეგატიური ინფორმაციების ხშირი გაზიარება კვებავს უხორცო სულებს, ერიდეთ რთული შიგთავსის ვიდეოებს და ამბების აფიშირებას“ - გიორგი ლობჯანიძე