
ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „პარასკევს, 13 ივნისს, 16:00 სთ-ზე „მზიურის“ პარკში მივა, რათა პატივი მიაგოს იმ ერთობას, რაც ტრაგედიის დღეს საქართველოში იყო.
ის ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, მასთან ერთად ქართველი საზოგადოებაც გაერთიანდეს:
„პარასკევს, 13 ივნისს, 16:00 სთ-ზე მე, ისევ მივდივარ „მზიურის“ პარკში.
სულ მარტოც რომ ვიყო იქ, მაინც მივალ, 13 წუთი გავჩერდები, პატივს მივაგებ იმ ერთობას, რაც მაშინ ქართველებს გვქონდა და წამოვალ...
P.S. თქვენც მოდით, რა.
თუ მოხვალ, უფრო მეტი ხნით დავტკბები ქართველების აპოლიტიკური ერთობით და მეც 13 წუთზე დიდხანს გავჩერდები იქ...“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 11 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება