Digest Logo

„14 წლის მოტაცებულმა აითაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა... დედამისმა უკან ქმრის სახლში დააბრუნა. მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა“ - სამირა ბაირამოვა

1697017159
14 წლის გოგო დმანისიდან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა, ის საკუთარმა 27 წლის ქმარმა ასიმ ასლანოვმა, იარაღით მოკლა. 

აითაჯი შაბათს, 7 ოქტომბერს დაკრძალეს. მომხდარმა შეძრა საქართველო. 

მკვლელობაში ბრალდებული მიიმალა და მას პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, 10 ოქტომბერს კი ის იპოვეს და ასიმ ასლანოვს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მომხდარს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, მისი თქმით მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა.

„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აითაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა.

მაშინ დედამისმა უკან ქმრის სახლში დააბრუნა. მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა.

აითაჯის ოჯახს ერთ დროს მარნეულში ქირითაც უცხოვრიათ“, - წერს სამირა ბაირამოვა.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵🎥 „ვისაც სწამს, ის გაიმარჯვებს...“ რამდენს ნიშნავს რწმენა, ყველაფერ სხვა სიკარგესთან ერთან“ - ემოციური კადრები ისრაელიდან

🔵„კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, რომელიც ახალმთვარეობით და მზის დაბნელებით დაგვირგვინდება“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე