ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში ისრაელში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს თან.
„ასეთი ამბებია ისრაელის ქალაქებში - აშკელონში, პეტახტიკვასა და რამლაში;
ხალხი კორპუსების აივნებზეა გამომდგარი, - მღერიან, უკრავენ, ამხნევებენ ჯარს, ერს და ქვეყანას. აძლიერებენ ერთმანეთს.
ქალი რომ მღერის ერთ ვიდეოში (ქვემოთ ჩავაგდებ ცალკე) ასეთი ფრაზაა „ვისაც სწამს, ის გაიმარჯვებს”.
რამდენს ნიშნავს რწმენა, ყველაფერ სხვა სიკარგესთან ერთან.
ბავშვის ხმა რომ ისმის, ის დედას ეკითხება, „დე გავიმარჯვებთ?” პასუხი უკნიდან - გავიმარჯვებთ, აბა რა!“, - წერს ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პატარა აითაჯის პედოფილი მკვლელი დაიჭირეს. ახლა დანარჩენების ჯერია!“ - ნინა მამუკაძე