2 ოქტომბერს ქართველი კინორეჟისორისა და სცენარისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, კონსტანტინე პიპინაშვილის დაბადების დღეა. კონსტანტინე პიპინაშვილი 114 წლის გახდებოდა. იგი 1912 წელს ქუთაისში დაიბადა.
დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სასცენარო-სარეჟისორო ფაკულტეტი 1936 წელს; სწავლობდა ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე 1937 წლიდან.
მუშაობა დაიწყო ელექტრომექანიკოსად. შემდეგ ორი წელი საქართველოს „სახკინომრეწვის“ ნახატი და მულტფილმების საამქროშია მხატვრად.
რამდენიმე წელი რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ჯერ „მოსფილმში“, შემდეგ „ქართულ ფილმში“ რეჟისორ-დიპლომატად.
1940 წელს გადაიღო პირველი დამოუკიდებელი მხატვრული ფილმი „ქაჯანა“. ამას მოჰყვა „ხიდი“ (1940), რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა ომის დაწყებისთანავე რესპუბლიკურ და საკავშირო ეკრანებზე, „ოქროს ბილიკი“(1943) და გახმაურებული „აკაკის აკვანი“ (1946).
საგულისხმოა ის, რომ უკვე ცნობილი რეჟისორი ეგრეთ წოდებული „მცირე ფილმიანობის" პერიოდში მუშაობდა სადუბლიაჟო საამქროში, დუბლიაჟის რეჟისორად. 1955 წელს მან განაახლა ფილმების გადაღება.
მისმა სათავგადასავლო-ფანტასტურმა მხატვრულმა ფილმმა „ორი ოკეანის საიდუმლოება“ ამას მოჰყვა კინოფილმები: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“ (1958), „სად არის შენი ბედნიერება მზია?“ (1959), „ზღვის შვილები“ (1964), „მოლოდინი“(1969).
მხატვრული ფილმისთვის „ორი ოკეანის საიდუმლოება“ 1958 წელს დაჯილდოვდა ვენეციის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზით. იგი იყო ხელოვნებათმცოდნის, გაიანე ალიბეგაშვილის მეუღლე.
თემაზე სიუჟეტი გადაცემაში „იმედის დილა“ მოამზადეს. მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: