გურჯაანში ნინი შერმადინმა სოლო კონცერტი ჩაატარა. მომღერალი თავის აღფრთოვანებას სოციალურ ქსელში აზიარებს და მსმენელს მადლობას უხდის.
„დღეს პირველი სოლო კონცერტი ჩატარდა გურჯაანში, ბენდით, ღია ცის ქვეშ. ზუსტად 2 საათი არ დაიშალა ხალხი, ვიმღერეთ ერთად ბევრი. ტელეფონებში დიდად აკრეფილი „მიყვარხარ“, ხელით ნაჩვენები გულები.
შემდეგ 1 საათი ფოტოების გადაღება სცენაზე თუ სცენის წინ… რა არის ბედნიერება? ხალხის უპირობო სიყვარული. მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ, მადლობა ღმერთს, რომ მე ამხელა სიყვარულის და დაფასების ღირსი გამხადა!
ათასობით შეკრებილი ახალგაზრდობა, ასაკიანი ხალხი, ბავშვები. ყველა თაობის მაყურებელი…
არ ვიცი რა ვთქვა. ბოლოს 2 ჯერ ბისზე ნამღერი „არასოდეს შემიყვარდები” ანთებული ტელეფონები… არასოდეს დამავიწყდება 2024 წლის 3 იანვარი! მადლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს დღევანდელი დღისთვის!
ძალიან ბევრი ვიტირე. ყველაზე მეტად ფისოს გაუხარდებოდა დღეს რაც ხდებოდა. ვეცდები არასდროს გაგიცრუოთ იმედი! ძალიან მიყვარხართ“, - წერს ნინი შერმადინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ბავშვები და ოჯახები, რომლებიც 2023-მა წელმა გვაჩუქა - სელებრითების წლის კარგი ამბები
🔵ნინო ჩხეიძემ ახალი წლის დღეები პარიზში გაატარა - მომღერალი ულამაზეს კადრებს აქვეყნებს