ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილი, თათა ვასაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებსა და ყოველდღიურობის ამსახველ მომენტებს.
ამჯერად თათამ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხელის თხოვნის ემოციური კადრები გამოაქვეყნა.
„2 წლის წინ, ამ დღეს...“ , - ასე დაასათაურა მან კადრები, რომლებმაც გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ცნობისთვის, ლევან ვასაძის შვილისა და მისი რჩეულის, ბათა ზედგინიძის გრანდიოზული ქორწილი 2024 წლის 28 ივლისს გაიმართა.
თათა ვასაძე ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. სხვა დედმამიშვილების მსგავსად, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. თათა ვასაძე ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტის მოქმედი მოცეკვავეა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საკმაოდ ხშირი მოვლენაა და მშობლებს ძალიან აშინებს...“ - რას წერს პედიატრი