2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილს ცნობილი ადამიანები საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ, მათ შორის UFC-ის ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი:
„აბუ-დაბიში მომხდარ ჩხუბს მინდა გამოვეხმაურო, ამ ტურების ხროვამ რვა კაცმა ორ ბიჭს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა და ამდენი ხელი გაარტყეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ორნი იყვნენ მარტო და ვერ შეძლეს ამ ტურებისთვის სასტიკი პასუხი გაეცათ.
ძალიან სამწუხაროა, ძალიან ვნანობ, რომ იქ არ ვიყავი და პირობას გაძლევთ, რომ ჩემი მხრიდან რომელიღაცა იქ მყოფს, რომელმაც 20 წლის ბავშვს, ამხელა ჩემპიონსა და სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი მხრიდან პასუხი გაეცემათ ადრე თუ გვიან“, - ამბობს ლევან ჩოხელი.
ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე იმყოფება.
მერაბ დვალიშვილის განცხადებით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მას და მის მეგობარს ძირს დაცემის შემდეგაც ფეხებს ურტყამდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ!“ - გია ბაღაშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს