Digest Logo

„მოდით და ნახეთ...“ - რას წერს გიორგი კალანდია სამეგრელოს დედოფლის ისტორიულ მემკვიდრეობაზე

1768466675
 გიორგი კალანდია

ისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორ გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც სამეგრელოს სახელოვანი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის შესახებ წერს. 

სამეგრელოს დედოფლის სიდიადის წარმოსაჩენად გიორგი კალანდია რამდენიმე უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს. მათ შორისაა ეკატერინე ჭავჭავაძის ბრძანებით შექმნილი და განახლებული ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ომოფორი.

„2026 წელს დაბადებიდან 210 წელი უსრულდება სამეგრელოს სახელოვან დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს...

ბოლო წლებია მავანი მის შესახებ უმსგავსო ჭორებს, მონაჩმახ და მოგონილ ამბებს სიმართლედ ასაღებს, ცხადია ზოგიერთს ამ დიადი ქალბატონის ქართველობა და კეთილგონიერება ყელში ძვალივით გაეჩხირა, მათთან პოლემიკას აზრი არ აქვს (ადამიანი როცა ჭორებს ავრცელებს რაზე უნდა ეკამათო), თუმცა სამეგრელოს დედოფლის სიდიადის წარმოსაჩენად რამდენიმე ფოტოს გამოვაქვეყნებ.

ეს არის ეკატერინე ჭავჭავაძის ბრძანებით შექმნილი და განახლებული ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ომოფორი.... დიახ "მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან"! - ვინც ეკატერინეს აუგად მოიხსენეიბს თავად მათ რა შეუქმნიათ მსგავსი მნიშვნელობისა საკუთარი ქვეყნისათვის, თავად რას უტოვებენ მემკვიდრეობად ქართველობას?! სამეგრელოს დედოფალთან დაკავშირებით „ქართლის ცხოვრების" ერთი ცნობილი წინადადების პერეფრაზირებას მოვახდენ - უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ჭყონდიდის ეკლესიისა...

P.S. წელს „სამეგრელო - ქართული კულტურის ისტორიის ქრონიკების" III-IV ტომები გამოვა. ერთ-ერთი ავტორი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი ქალბატონი გულიკო ბარათაშვილია, სწორედ მისი პუბლიკაციიდანაა ეს ფოტოები“, - წერს გიორგი კალანდია.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵📸ნანუკა გუდავაძის ოჯახური იდილია და ახალი წლის განწყობა

🎥 „სხვადასხვა ენაზე ვამბობთ ერთსა და იმავე სიბრძნეს“ - ცნობილი ასტრო-ფსიქოლოგის შეხედულება ქრისტიანობისა და ვედური ცოდნის კავშირზე

🔵„ენდეთ დინებას — თევზს წყალი ყოველთვის სწორ ნაპირთან მიჰყავს“ - როგორი იქნება 2026 წელი თევზებისთვის?