Digest Logo

„221 წელია ამ გველეშაპს ვებრძვით, ნუ გაგაკვირვებთ ამ რუსეთუმე და შეშინებული ადამიანების პოზიციაც, რომ „რუსეთი უძლეველია“ - რამაზ გიგაური

1646205836
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც თავად წერს, არ კარგავს იმედს, რომ ამ ბრძოლას უკრაინა მოიგებს.

„ომის დაწყებიდან ყოველდღე ძალიან გვიან ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ. რათა გავყვე იმ ყველა ინფორმაციას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ვრცელდება.

ვიძინებ დაღლილი, მაგრამ ვიღვიძებ რწმენით. იმ რწმენით, რომ უკრაინელებმა უდიდეს გარღვევას და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს რუსეთთან ომში.

ეს არის დავითისა და გოლიათის ბრძოლა და საბოლოოდ, რუსეთს ისევე შეენგრევა საფეთქელი და დავარდება მიწაზე უსულოდ, როგორც გოლიათი.

ამის ძალიან მჯერა.

არ ვიღვიძებ იმის განცდით, რომ „ვაიმე, რუსეთმა რომელიმე ქალაქი ხომ არ აიღო“, არამედ იმ განცდით, რომ „აბა, სად მიაღწია უკრაინამ წარმატებას“.

ადრეც დავწერე და ვთქვი, რუსეთი სისტემურად ჩამოიშლება. ეს პროცესი დაწყებულია. ამას არანაირი პროგნოზი აღარ სჭირდება. ეს უკვე ლოგიკაა.

ცოტ-ცოტა ყველამ გავაკეთოთ რამე უკრაინისთვის. გამოჩნდება ჩვენს გვერდით, რომ სადღაც რაღაცას აგროვებენ, სადღაც ფული სჭირდებათ, სდღაც ის, სადღაც ეს და ასე გავიღოთ რაიმე.

ვილოცოთ უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ვიმოქმედოთ. ჩვენი დაწოლის და ბრძოლის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებასაც სხვა არაფერი არ დარჩება, რომ შეცვალოს პოზიცია.

თუნდაც ჩამოიყვანოს უკრაინელი დაჭრილები და უმკურნალოს, ლტოლვილები მივიღოთ და ბევრი, ბევრი რამ გავაკეთოთ.

საბოლოოდ, ბოროტება მარცხდება, რადგან მისი არსება - მოკლეა.

გამარჯვება უკრაინა!

ჩვენ, ქართველმა ხალხმა ბევრი სისხლი დავღვარეთ რუსეთთან ომებში. 221 წელია ამ გველეშაპს ვებრძვით.
ნუ გაგაკვირვებთ ამ რუსეთუმე და შეშინებული ადამიანების პოზიციაც, რომ „რუსეთი უძლეველია“ და „არ დაგვმბობოს“.

გურული ანეკდოტის არ იყოს, უკვე „დაბომბილები ვართ“.

მაგრამ გავიმარჯვებთ!

ნუ ვიფიქრებთ დღევანდელი ხელისუფლებით, ვიფიქროთ 1801 წლიდან მოყოლებული ამბებით და ხალხით!
და კიდევ ერთხელ, გამარჯვება უკრაინა!

შენ განსაკუთრებული მისია დაგაკისრა განგებამ - საბოლოო ლურსმანი ჩააჭედო დღევანდელი, პუტინური რუსეთის კუბოს!

ჩვენ, ქართველი ხალხი შენს გვერდით ვართ!  

მარჯი უკრაინა!“ - წერს გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„უკრაინელი ხალხის მთავარი მტერი, თურმე საქართველოა! გუშინ მადლობას უხდიდა საქართველოს, დღეს კი ელჩს იწვევს. ნახეთ, მისი ნამდვილი სახე“ - ედიშერ გვენეტაძე

🔵„აფხაზეთში დიდი შეჯახებები იქნება, რუსის ჯარსა და პარტიზანებს შორის. ვხედავ ტერორისტულ აქტებს, ყველგან ყველაფერი ფეთქდება“ - ლელა კაკულია

🔵„საწოლის უკან ჩაიმუხლა, სასუნთქი აპარატი გამორთო და მობილურის დამტენი შეაერთა... ჯობია ეს არ იცოდეთ და ისე მოკვდეთ“ - რას წერს ბელა მაღლაფერიძე