ქართველი ემიგრანტი ბელა მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რუსი პოლიტიკოსის ვლადიმირ ჟირინოვსკის შესახებ სახალისო ისტორიას წერს.
„სკლიფასოვსკის სახელობის მოსკოვის საქალაქო საავადმყოფო, პალატა N49. დილის 11:00 საათი.
„გაიღვიძა“, „გაიღვიძა ძაღლიშვილმა“, „თვალებს ახელს მგონი“...
პალატაში ნესტის სუნი დგას, ჰაერი დაგუბებულია, საავადმყოფოს ხელმძღვანელი ნიკოლაი აკუშკინი საწოლის თავთან დგას, უკან მედდების თავი მოჩანს, სწორედ მათი ჩურჩულის ხმა შემოესმა ავადმყოფს.
„ნუთუ გავიღვიძე?“- გაიფიქრა.
„როდის დავიძინე“?. მახსოვს, ძველით ახალი წელი ვიზეიმეთ, მამიდაჩემს ვუსაყვედურე, ნინა არხიპოვნა, ნუთუ ასეთ უგემურ ოლივიეს აკეთებდით სულ? სალიანკასაც გემო დაჰკარგვია, ჟარკოე, შჩი, პელმენი, ვინეგრეტი,ბუჟენინა, „ხალადეცი“... ფუჰჰ...არაფერს გემო არ აქვს.
ნინა არხიპოვნა ვინეგრეტამდე ითმენდა და მერე დაეჭვდა. მისი ვინეგრეტის რეცეპტი ისეთი სახელგანთქმული იყო, რომ „ველიკი“ ნოვგოროდის წმინდა სამების ლავრადან სამ თვეში ერთხელ სპეციალურად ჩამოდიოდა მანქანა-მაცივარი და ნინა არხიპოვნას გაკეთებული ვინეგრეტი ლავრის წინამძღოლის საზეიმო სუფრებზე მიჰქონდათ. ამიტომ ნინა არხიპოვნა მიხვდა, მისი საჭმელები კი არ იყო უგემური, ვლადიმერს დაჰკარგვოდა პირში გემო. ამიტომ 03-ზე დარეკა, სასწრაფო გამოიძახა და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს..“.
- Будьмо! ვლადიმერ ვოლფოვიჩ!.. ჩასჩურჩულა საავადმყოფოს გამგემ.
- რა ხდება, რუსული აღარ არის სახელმწიფო ენა? ჩაიქირქილა ჟირინოვსკიმ.
- ვლადიმერ ვოლფოვიჩ, მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი წავაგეთ, ორი სახელმწიფო ენა გვაქვს. რუსული და უკრაინული.
- უკბილო ხუმრობაა, ნიკოლაი...ჰმ...მამის სახელი შემახსენეთ.
- ანატოლი.
- ნიკოლაი ანატოლიევიჩ, მეგობრულად გეუბნებით, ასე აღარ იხუმროთ, თორემ ხომ იცით..ჰმ..პრეზიდენტი... ის... როგორი კაცია ხომ იცით, ჰმ... ჰჰ...აი ერთ დღეს ხართ საავადმყოფოს გამგე, მეორე დღეს კი..ჰმ..ხომ ხვდებით არა...
- ვლადიმერ ვოლფოვიჩ, ბატონი ვოლოდიმირი ძალიან დიდი იუმორის მქონე კაცია, რას ამბობთ?
- აჰჰ, დამიჯერეთ ნიკოლაი, ვიცი რასაც ვამბობ, პუტინი ძალიან ცუდი კაცია.
მედდებმა ერთმანეთს გადახედეს, „პუტინი რა შუაშია, ზელენსკი იგულისხმა ნიკოლაი ანატოლიევიჩმა არა?“. მედდებმა პირჯვარი გადაიწერეს, ერთს „ცარსტვა იმუ ნებესნოე“ აღმოხდა, მეორემ ტუჩებში მიარტყა ხელი.
- ვლადიმერ ვოლფოვიჩ, პუტინი ისა... ხმა აუთრთოლდა საავადმყოფოს გამგეს. მოკლედ, აღარ... ისა, მოკლედ, ახლა მთავარი თქვენი ჯანმრთელობაა, ჯერ ის მითხარით თავს როგორ გრძნობთ. ჯობია ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ფსიქოლოგი დაგელაპარაკოთ.
- არაფერი მჭირს ფსიქოლოგთან სალაპარაკო, სამკურნალოები თქვენ ხართ ყველა, როშავთ აქ სისულელეებს და მასხრად მიგდებთ!... ისედაც თავი მტკივა, ბორჯომი მომიტანოს ვიღაცამ!
მოწყალების დებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ნიკოლაი ანატოლიევიჩს გახედეს. ნიკოლაი ანატოლიევიჩმა თვალი აარიდა, მე ვერ ვეტყვიო, ტანიას ანიშნა შენ უთხარიო, ტანიამ გადმოდგა ნაბიჯი, საწოლთან ჩაიმუხლა, მარჯვენა ხელი მაჯაზე მოუჭირა ჟირინოვსკის და უთხრა:
- ბორჯომი აღარ შემოდის ჩვენთან, სამწუხაროდ...
- ოხ, ეს ონიშჩენკო!!! წამოიწია საწოლზე ავადმყოფი, გავაფრთხილე, რომ ემბარგო დაადე მაგათ ღვინოს, ყველს, მწვანილს, ბორჯომს არ შეეხო, ბორჯომს არ შეეხო!!!
- ვლადიმერ ვოლფოვიჩ, თვითონ ქართველებს აღარ შემოაქვთ.
- რატომ? დარდისგან გალოთდნენ და ნაბახუსევზე იმდენს სვამენ, ჩვენთვის აღარ ყოფნით?
- იცით ვლადიმერ ვოლფოვიჩ, რაც ევროკავშირში გაწევრიანდნენ აი მაგის მერე თვით..
- გაჩუმდი, შლიუხა!!! (ეს ასე უნდა დამეწერა ) გააწყვეტინა ჟირინოვსკიმ. ქალის ჭკუა რა ვთქვი, ტუპაია ბლანძინკა! რა უნდა საქართველოს ევროკავშირში? ნიკოლაი, გასაგებია რომ ლამაზი აღნაგობა აქვს თქვენს მედდას, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ გავაჩერებდი საავადმყოფოში თანამშრომელს, ვინც ელემენტარულ პოლიტიკაში ვერ ერკვევა, მხოლოდ ფეხის სიგრძე ხომ არაა საქმე. ტელეფონი მომიტანეთ, ახლავე!
ტანიამ მობილური ტელეფონი молния99-ს ახალი მოდელი მიაწოდა, ვლადიმერ ვოლფის ძემ კონტაქტებში Тина Канделаки აკრიფა, გაბმული ზუმერის შემდეგ იმერული კილოთი და დამტვრეული რუსულით უპასუხეს: ალიო!
-თინა?
-მინუტაჩკუ სიჩას უ თინა როტ ზანიატ ანა სამა პატომ რაკომ პაზვ...
ფუჰჰჰ, ზიზღით გადააფურთხა და წითელ ღილაკს დააჭირა. ამან ხო ვერ მოიშალა...გაზმანოვს დავურეკავ.
გაბმული ზარის შემდეგ მამაკაცის კომპიუტერიზებულმა ხმამ უპასუხა:
-Hello!
-ოჰ, ოლეგ, შენც ამ მამათმავალ ამერიკოსებს აჰყევი, ინგლისურად დაიწყე მისალმება?
-I'm not Oleg Gazmanov.
-ჰაჰა გოსპაძი, დღეს ყველა ხუმრობის ხასიათზეა, აბა ვინა ხარ? Вотс иор нейм??ხუმრობის ხასიათზე დადგა ჟირინოვსკი.
-My name is Legion, for we are many. Expect Us!
-ეჰ, ოლეგ... გეუბნებოდი ნუ ურევ ერთმანეთში ლუდს და არაყს, ახლა იჯექი და უყურე ამერიკელების ფილმებს ლეზბიანებზე და ათას ოხრობაზე.
ფუფ.
ტელეფონი გვერდზე გადადო, ამასობაში პალატა დაცლილი დახვდა, ტელევიზორის პულტს გადასწვდა და ოერტეზე გადართო.
„Ще не вмерла України і слава, і воля.
Ще нам, браття українці, усміхнеться доля" გაისმა ცარიელ პალატაში...
„ოჰ, უკრაინის ჰიმნი...ტოჟე მნე, ერნსტს (*ოერტეს დირექტორი. ავტ.შენ ) არასდროს ვენდობოდი"- გაიფიქრა ჟირინოვსკიმ და ტელევიზორი გამორთო.
„დავიძინებ"- მტკიცედ გადაწყვიტა, როცა პალატის კარი გაიღო და ღრიჭში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მდივნის, ლეონიდ ზამზას თავი გამოჩნდა.
- ოჰ, ლეონიდ, როგორ მომენატრე!! შემოდი, დაჯექი.- ვლადიმერ ვოლფოვიჩ, ტელეფონი დამიჯდა და შევაერთებ რა.- რა თქმა უნდა, ლეონიდ გრიგორიევიჩ!ლეონიდ ზამზამ საწოლის უკან ჩაიმუხლა, სასუნთქი აპარატი გამორთო და მობილურის დამტენი შეაერთა.- ლეონიდ, რას აკეთებ???- ასე ჯობია, ვოლფოვიჩ, დამიჯერე!... ფოლოვერებმა მთხოვეს გენახა და გაგეგო ყველაფერი რაც გადაგვხდა, მაგრამ ჯობია ეს არ იცოდეთ და ისე მოკვდეთ.- ლეონიდ, ვეღარ ვსუნთ..- მშვიდობით, ბატონო ჟირინოვსკი!- ლეონდ, რას მიკეთ.. სულა, შტობ ტი სდოხ...- მშვიდობით, ვლადიმერ ვოლფოვიჩ!- სუკინ სსსსსს.„მაშ, ასე“ - თქვა ბატონმა ზამზამ. ჩვენ ახლა შეგვიძლია ღმერთს მადლობა ვუთხრათ“, - წერს ბელა მაღლაფერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მე პირადად თანახმა ვარ რო ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდეს“ - რას წერს ბელა მაღლაფერიძე
🔵როგორ ეხმაურება ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს