სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური და პოპულარული მაგდა გოგებაშვილი ემოციურ და ამაღელვებელ ისტორიას გვიზიარებს. მას უფროსმა გარდა იმისა, რომ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთებაში დაეხმარა, ახალ წელს საცხოვრებელი ბინა აჩუქა.
„ყველზე რთულ დღეებს გიზიარებდით და მგონია, რომ ბრჭყვიალებზეც უნდა მოგიყვეთ:
ჩემს ერთ-ერთ პოსტზე უცხო ქალბატონმა დამიკომენტარა:
ფურცლებზე ქარიშხლებს თუ დახატავ ,კუთხეში ყვავილებიც მიახატე და ირწმუნე ამოსული მზისო.
რა როგორ დავხატე არ ვიცი, მაგრამ კუთხის ბოლოში დახატულმა ყვავილმა ისე გაიხარა, რომ ცხოვრება ზღაპრად მიქცია, ჰოდა დავიწყოთ!
გემახსოვრებათ სამსახურს რომ ვეძებდი, თუმცა ჩემს პრისიონერა ცხოვრებას თითქმის ვერაფერს ვუსადაგებდი..
ხუთწლიანი ძიძობის გამოცდილებაც გვერდით გადავდე, ფიზიკურად ნერვები არ მყოფნიდა ბავშვებთან კომუნიკაციისთვის, რადგან დასტრესილი და განადგურებული ვიყავი..
შარშან დეკემბერში ჩემი და ბებოს 28 წლიანი ისტორია დასრულდა და დავრჩი ბებოს გარეშე.
მთელი 28 წელი მხოლოდ ჩემი და მისი იყო.. ნატვრისთვალით გვყავდა ერთმანეთი და ყველა დღის იმედის სხივებს ვაწვდიდით ერთმანეთს.
დედ-მამის გარდაცვალების დროს არ ვყოფილვარ ისეთი განადგურებული, როგორც ბებოს დროს..
შუბლით შევეჯახე სრულ სიმარტოვეს, სიბნელეს, უკუნითს. არჩანდა არსად გასაქცევი სიკვდილის გარდა.
სარკეში ვიყურებოდი და მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამდი, ნუთუ ასე დავიმსახურე?
სულ რამდენიმე მეგობარი ცდილობდა გონს მოვეყვანე და ადეკვატურ ადამიანს დავმსგავსებოდი..
გონებაში პარალელურად მქონდა ისევ სამსახურის ძებნა, ჰოდა დაიწყოო, დაიწყო მაგრამ რა დაიწყო..
ჩემი ძველი სამსახურიდან ვიცნობდი ქალბატონს(რომელიც ჩვენი მგზავრი იყო ტაქსის კომპანიაში). გავიგე, რომ რესტორანს ხსნიდა და სხვადასხვა ვაკანსია ედო..
მივედი, გადარჩენა მინდა მაგრამ არ ვიცი რა შემიძლია, გამოცდილება მინუსებში მაქვს.. მხოლოდ ღიმილი და კომუნიკაცია შემიძლია და მიშველეთ -მეთქი.
ნუ გეშინია, მე გამომყევი, გასწავლი ყველაფერს და კარგად იქნებიო.. ბარი ჩამაბარა და მას მერე 10 თვეს ვითვლით ერთად.
პირველი ერთი თვე შიშში გავატარე. კოქტეილი მხოლოდ ფოტოში მქონდა ნანახი ,ღვინოს , არაყის და ლიმონათის იქით რამე თუ არსებობდა არ ვიცოდი.. ღვინის დასახელება, კომპანიები, შეკვეთები, ზედნადები, ღმერთმანი შოკი მქონდა, როგორ შეიძლებოდა ამდენი მესწავლა, თან გამომსვლოდა..
ყოველი თვის ბოლოს აღწერა, ყველა ბოთლის, გრამის. მეგონა ჩავიკარგებოდი და ვერ დავასრულებდი.
ერთხელ შემეშალა,ორჯერ შემეშალა ,მუდმივად ჩემი უფროსის სახელი მეკერა პირზე ..
დამიჯერა, ხელი მომკიდა, შანსი მომცა და ყველა მისი სიტყვა ტვინში საზეპიროდ გავიხადე. მედლის მეორე მხარეს
ჯანმრთელობა განადგურებული ვიყავი..
დედიკოს გარდაცვალებაზე დიაბეტი შევიძინე და 7 წელი ვიცხოვრეთ ჭიდილში. ბოლო თვეების მანძილზე
450- ის ქვემოთ ვერ ჩამომყავდა ვერც მედიკამენტით, ვერ კვებით..
ამასობაში ( ბებო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო) სოციალური მოგვიხსნეს და არც დაგვინიშნეს თავიდან.
ჩემი უფროსი სულ მიჩიჩინებდა რომ შაქარს არ მისცემდა ნებას, დავეღუპე.. მაპარებდა ბარიატრის თემას .. თავად გაკეთებული აქვს და საუკეთესო მაგალითად მყავდა..
აქაც მეორე მხარეა მედლის.ფინანსები!
ჩემი რესურსით ვერაფერს შევძლებდი, თუმცა იმედი მქონდა რომ დამეხმარებოდა ჩემი თანხმობის შემთხვევაში.
ჩემი სამსახურის სივრცეში გავიცანი ქალბატონი, რომელმაც ჩემი ამბავი გულთან მიიტანა და მითხრა, ჩემს ექიმს შენზე ვეტყვი იქნებ რამე გზა გამოინახოსო..
ფეისბუკის საშუალებით იმ ექიმს მეც ვიცნობდი, თუმცა დახმარების თხოვნა არც კი გამიფიქრია..
ჯაჭვად გადაიქცა ყველა ჩემს ირგვლივ, მიწერს ექიმს, მივწერე მეც.
გავიხსენეთ ჩვენი ფბ მეგობრობა და პროგრამით გათვალისწინებული ( ხდება ხოლმე 6000 ლარით დაფინანსება) მივიღეთ ეს დაფინანსება. დამირეკა, აბა დაფაცურდი, დრო დეკემბრის ბოლომდეა და ოპერაცია უნდა გაგიკეთოო..
რა თქმა უნდა ჩემი უფროსი გვერდით მეჯდა და ისმენდა საუბარს. რესტორანს ჭერი აეხადა სიხარულის ყვირილით.. ვინ საიდან მკოცნიდა და მეფერებოდა ვერ გეტყვით.. ოპერაციის თანხის შესავსებად, ანალიზებისთვის წამლებისთვის რათანხაც მჭირდებოდა ზუსტად 5 წუთში მქონდა.
ნაწილი თანამშრომლებმა მაჩუქეს, ნაწილი ჩემმა უფროსმა. ექიმი მამხნევებდა, დილიდანვე მიხედე საქმეს, ანალიზებს, წამლებს, რადგან დრო არ ითმენდა.. დაფინანსებას წლის ბოლო დღემდე ჰქონდა ვადა..
ყველა ანალიზზე ჩემი უფროსი გამომყვა, ზონდის ანესთეზიით გადაყლაპვისას გარედან იძახდა, ჩემი გოგო ხო კარგადააო.. დღე ღამე წამებში გაიპარა და ჩემი ზღაპრის გმირთან(ექიმთან) აღმოვჩნდი.
იყო პატარა სირთულეები, თუმცა წარმატებით დასრულდა ოპერაცია.
ტონა ნახევარი მაკიაჟით შევედი საოპერაციოდ, ყველა გამხნევდა გულში ჩავიკარი და მეთქი დაიწყეთ!
ოპერაციიდან მეორე დღეს ფეხზე ვიდექი, დრენაჟებით ვცეკვავდი პალატაში, თავს ვიწესრიგებდი როგორც შემეძლო და დრო ასე გამყავდა..
წინაასაახალწლოდ სამსახურში გათამაშება გვქონდა.. მოსულ მომხმარებელს ნომერს ,სახელ-გვარს ვატოვებინებდით დოლურაში. 3 სხვადასხვა პრიზი იყო და უნდოდა მომხმარებელი გაეხარებინა.
დამირეკე და მითხრეს ლაივია ჩართული და უყურეო.. თუმცა მესენჯერის საშუალებით მაყურებინეს, ლაივს მერე უყურეო - მეთქი რამ გააგიჟა ესენი.
ყველა თანამშრომელს დაურიგა საჩუქრები, ის სამი პრიზიც გასაჩუქრდა, რაც იყო გეგმაში და ბოლოს ამბობენ, რომ
არის მეოთხე პრიზი, რომლის მფლობელიც ვიცით ვინცაა, ახლა ჩვენთან ერთად არაა რადგან საავადმყოფოშიაო..
ვხვდები, რომ რაღაცას მჩუქნიან მეც, მაგრამ ვფიქრობ ჩანთა? სუნამო? კოსმეტიკა?
ამ ფიქრში ისმის ხმა ჩემი უფროსის: ჩემი და ჩემი შვილების გადაწყვეტილებით, მაგდას ვჩუქნით ს ა ხ ლ ს !
საავადმყოფოს ფანჯარასთან ვიდექი, ხელი კედელზე მქონდა მიბჯენილი..
ფერი არც ისე კარგი, ლოყები გაღაჟღაჟებული სიცხისგან, ფეხებში სისუსტე მაგრამ ზურგი კლდესავათი მაგარი.
სიტყვის გარეშე მომდის ცრემლები და ვერაფერს ვამბობ, ექთნებს ჰგონიათ რო წამოდგომის შედეგად გავხდი ცუდად.. მეხვევიან გარს, მოდიან ექიმი..
კარგადვარ -მეთქი ვიძახი და ვყვები ამბავს..
პალატაში იყო ყველა თავშეყრილი და ჩემთან ერთად ტიროდნენ.
გამოწერის დროს თანხის ნაწილი დასახური მქონდა, რაზეც ექიმმა მითხრა: ჩანთას მოკიდე ხელი და სახლში წადი, ჭკვიანად იყავი და არ შემარცხვინოო..
ჩემმა ზღაპრის გმირმა ჯანმრთელობა გადამირჩინა. ჩემმა უფროსმა ცხოვრება გადამირჩინა.
დაბადებისას ნაჩუქარმა პრობლემების სკივრმა დაცარიელება დაიწყო და წინ ზღაპრული დღეებია.
მადლობა თქვენ რომ შემიძლია გაგიზიაროთ ამდენი დეტალი. ბებო მეუბნებოდა ხოლმე:
ბე, ობლის კვერი ცხვა ცხვა და ბოლოს გამოცხვაო.
გადავრჩი მეგობრებო, ბედნიერი წელი ყველას.
სურვილის, ოცნებების ახდენის დრო დადგეს ყველას ცხოვრებაში“, - წერს მაგდა გოგებაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაელოდეთ საოცარ ამბავს...“ - სალომე ტეტიაშვილი მუსიკას უბრუნდება
⭕2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს