Digest Logo

„დაელოდეთ საოცარ ამბავს...“ - სალომე ტეტიაშვილი მუსიკას უბრუნდება

1737122873
სალომე ტეტიაშვილი

სალომე ტეტიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მეგობრებთან ერთად ნამღერი სიმღერით გაიცნო, დღეს უკვე შემდგარი და წარმატებული ქალია. ტეტიაშვილი პერიოდულად მუდამ საუბრობდა, თუ როგორი რთული გზის გავლა უწევდა მას და დედამისს. 

დიდხნიანი პაუზის შემდეგ სალომე მუსიკას უბრუნდება - ამის შესახებ ინფორმაცია გულშემატკივრებს თავად გაუზიარა:

„ზუსტად ერთი წლის წინ, 17 იანვარს, საჯაროდ პირველად გავამხილე, რატომ დავკარგე სიმღერის სურვილი, გავამხილე ის რაც შემემთხვა და რამაც გამიჩინა აუდიტორიის წინაშე წარდგენის შიშები, გავამხილე როგორ მივეცი ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარ შესაძლებლობებში მე თვითონ შემეტანა ეჭვი, გახსოვთ ალბათ.

იმდენმა ადამიანმა დამიწერა საოცარი კომენტარი, იმხელა ძალა და მოტივაცია მომცა ამ ხალხმა, ვერ წარმოიდგენთ. ალბათ სამყარო ყველას უბრუნებს გაცემულ ცუდსაც და კარგსაც. უნდა გვჯეროდეს ბუნების კანონზომიერებების.

ჩემს ცხოვრებაში იმდენი საოცრება მომხდარა, ვეღარც ვითვლი.

ახლა კი დაელოდეთ საოცარ ამბავს და ამის შესახებაც აუცილებლად მოგიყვებით, როცა დრო მოვა.
ახალი ამბავი რა იქნება ფოტოთი მიხვდებით.

ყველა ადამიანს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა, ვისაც ჩემი სულ სჯეროდა და ვისაც ოდესმე, თუნდაც ერთი თბილი სიტყვა გაუმეტებია ჩემ მიმართ“, - წერს სალომე ტეტიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაძაბულობა, სამხედრო კონფლიქტები, აგრესია, სახალხო პროტესტი!“ - რას მოუტანს კაცობრიობას მზის მერწყულში გადასვლა, რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს

⭕რატომ უნდა აიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? - ნაძვის ხის აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 3 რჩევა