
სოციალურ ქსელ ფეისბუკში, „ყიდვა-გაყიდვის“ ჯგუფში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
„ძალიან ვრცლად რომ არ გამომივიდეს, გაგიზიარებთ ერთი კვირის განმავლობაში ნანახი ბინების დეტალებს.
მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ რომელიც უშედეგოდ ეძებეს ბინას.
დავიწყებ ყველაზე მასშტაბური პროექტის " არქის " კორპუსთან დაკავშირებით საუბარს და ვეცდები ყველაფერი გარკვევით დავწერო, არ მინდა მოტყუვდეთ და რჩევის სახით გეტყვით.
არქის კორპუსები შედგება კალიდორული სისტემით, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ არის ერთ სართულზე მინიმუმ 12 ოჯახი, პირველი საშინელი საჭმლის სუნია, მეორე ძალიან თხელი კედლები აქვს და მეზობლის დაცემინებას გაიგებ სახლში, უზარმაზარი აივანი, საცხოვრებელი ფართი თუ არის პირობითად 70 კვ აქედან 20 აქვს აივანი და არარეალური ფასი, ცარიელი რეკლამა ყოველ შემთხვევაში დიდ დიღომში რაც ვნახე არქის კორპუსები საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.
1200$ ყიდიან ბინას თეთრ კარკასს და ხარისხი საერთოდ არ ააქვს...
ვიღაცა პირობითად კოტეს აშენებული კორპუსი სიმყაროთ და კედლების სისქელით იმდენად კარგია ვიდრე არქი.
ერთი კვირის განმავლობაში თუ რამე იყიდებოდა ყველაფერი ვნახე დიდ დიღომში, მოკლედ რომ გითხრათ არარეალური ფასები აქვს ყველას.
ჯერ აშენებული არ არის და უკვე 800$ ღირს ანუ ვიხდით ჰაერში იმ იმედით, რომ 4 წელიწადში შევძლებთ ცხოვრებას. რაც ეს ფასების მომატება წავიდა და არიქა იფიქრეს ჩაბანძებულ ბინებს მილიონებად გავყიდიდთო ზუსტად ამის და სხვა კიდევ მრავალი დეტალების ბრალია ფასების ზრდა.
35 კვადრატებს რომ ყიდიან 50000$ სირცხვილია, ისეთ ბინებს ადევს ასეთი ფასები, კვადრატულში 300$ რომ აქვთ გადახდილი.
მიაკრავენ 7 ლარიან შპალერს, დააგებენ 15 ლარიან ლამინატს და გეუბნება ევრო რემონტიო, არ მოტყუვდეთ.
კარგად შეამოწმეთ კედლები, ლიფტი სადაც არ არის ჯერ ჩაყენებული და ბინაში რემონტები უკვე გაკეთებულია, არ იყიდოთ ასეთი ბინა, სადაც გაზი არ არის შემოყვანილი და კვადრატულს 1200$ -ად ყიდიან, არ იყიდოთ კაცმა არ იცის როდის რა იქნება.
მე ერთი ბინა უნდა მეყიდა, იქაც არ იყო გაზი რომ ველაპარაკე მესაკუთრეს რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს გიყვებით, 1 თვეში იქნებაო, იმის მერე 4 თვე გავიდა და გაზი არ არის ჯერ კიდევ.
ხალხმა ბინები იყიდეს და პლიტით თბებიან ყოველდღე იმის იმედით, რომ გაზი ექნებათ 21 საუკუნეში...
არ მინდოდა დამეჯერებინა ბინების ფასების ზრდა, თუმცა კიდევ იმატებსო.
მე ისევ უშედეგოდ ვეძებ ბინას, ყველას წარმატებას გისურვებთ, უბრალოდ რაც გითხარით გაითვალისწინეთ“, - წერს ფეისბუკმომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
წყარო: exclusivetv.ge