Digest Logo

„40 დღე მარხულობდა და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა, შესანდობარს“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას ბებიაზე

1679141489
გიორგი კეკელიძე და კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე ფეხბურთელ - ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს. ის სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ხვიჩას ბიძასთან იმყოფება და მასზე ახალ ცნობებს აგროვებს.

„ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ უცნაური - ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დაწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ. როცა ბენფიკას ფეხბურთელი, მილოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს. ვინ იყო მილოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგაცდის“, - წერს კეკელიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი

🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია