Digest Logo

„40 წელზე მეტი, ერთგულად ემსახურა იურიდიულ პროფესიასა და ადამიანის უფლებების დაცვას“ - ვინ იყო გარდაცვლილი ადვოკატი

1705588156
ლენტილენტილენტი

ქართველი ადვოკატი ბატონი მურთაზი, რომელმაც იურიდიულ პროფესიას 40 წელი დაუთმო, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგა დავით ასათიანი ავრცელებს და ქართული ადვოკატურის სახელით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ქართული ადვოკატურის სახელით, დიდ მწუხარებას გამოვხატავ ადვოკატ მურთაზ სამუშიას გარდაცვალების გამო.

ბატონი მურთაზი 40 წელზე მეტი ერთგულად ემსახურა იურიდიულ პროფესიასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ადვოკატის წასვლა ამ ქვეყნიდან ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი პროფესიული კორპორაციისათვის.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ღმერთმა მშვიდობით განუსვენოს მისი სული“, - წერს დავით ასათიანი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ის შეიძლება იყოს მავნებელი, ასევე მისმა მატებამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნას“ - ზაზა თელია B12-ზე

ბათუმის წმინდა სამების ეკლესია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა, მაშინ დაქორწინდებოდნენ“ - რა თქვეს სასამართლოზე 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის დებმა