Digest Logo

„ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება“ - კვარაცხელია სანიოლს მიმართავს

1790438176
ხვიჩა კვარაცხელია

„ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.

„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕28 სექტემბერს, 06:49 საათზე პლანეტა მარსი კირჩხიბის ნიშნიდან ლომში გადავა - რას მოიტანს აღნიშნული ასპექტი? ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

🎥 „ჩემი სიყვარულები...“ - ლიზა ჩიჩუა შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

⭕„იცით, რა ხდება სავსემთვარეობისას სინამდვილეში? ილუზიებს ფარდა ეხდება!“ - რას წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი

✕