Digest Logo

„6 მაისი მამაჩემის დაბადების დღეა...ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები“- გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1714939725
გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, 6 მაისი გიორგი კეკელიძის მამის დაბადების დღეა.

„6 მაისი მამაჩემის დაბადების დღეა. მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა. ამასწინ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო-მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე. გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ

ილია მეორე - გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ, ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა

🎥 „ერთ-ერთ ტელევიზიას ეწერა - რიტუალი შესრულდა ცეცხლის გარდამოსვლისო... როგორ უნდა დაამცირონ ეს ყველაფერი...“ - მამა შალვა კეკელია